გუმბათის ქვეშ (რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუმბათის ქვეშ (ინგლ. Under the dome) — სტივენ კინგის რომანი. გამოიცა 2009 წლის 10 ნოემბერს. ნაწარმოებზე კინგი ჯერ კიდევ 1970-ანი წლებიდან მუშაობს, თუმცა ორჯერ დაწყებული საქმე ორჯერვე მიატოვა და 2000-იან წლებში შეძლო საფუძვლიანად გადაემუშავებინა მასალა და დაესრულებინა კიდეც. აღსანიშნავია, რომანის თავდაპირველი სათაურიც ისევე ჟღერდა, როგორც საბოლოო ვერსია. თუმცა 1980-ანი წლების დამდეგს, როდესაც მწერალმა ხელმეორედ სცადა რომანის დასრულება, სამუშაო სათაურად „კანიბალები“ შეურჩია. მეორე სათაური ერთგვარი, თუმცა არაპირდაპირი, ახსნაა რომანის შინაარსისას. თავად კინგის თქმით, მან, როგორც მწერალმა, სცადა მკითხველი საზოგადოებისთვის ეჩვენებინა ადამიანების ქცევა, როდესაც ისინი გარე სამყაროს მოსწყდებიან და მიკროსამყაროში ჩაიკეტებიან.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ამოუხსნელი ფენომენი რადიკალურად ცვლის დაბა ჩესთერს-მილის ცხოვრებას ამერიკის მენის შტატში. უცნაური, უხილავი ბარიერი გუმბათივით ჩამოეფარება დაბის დიდ ნაწილს და გარე სამყაროს მოსწყვეტს მცხოვრებლებიანად. გუმბათი გაუმტარია, თუმცა გამჭვირვალე. მასში ვერ გადიან ვერც ადამიანები, ვერც ძლიერი ტექნიკა. გუმბათის ქვეშ მოყოლილები კი ძლიერ ემოციურ შოკში იმყოფებიან და საშველს ელიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Under the Dome audio book review at SFReader.com
  • Spignesi, Stephen (1998). The Lost Work of Stephen King. Birch Lane Press, გვ. 131–132. ISBN 1-55972-469-2.