გუდისის ნამონასტრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუდისის ნამონასტრალი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდისში. აგების თარიღი უცნობია.

შემორჩენილია ნაეკლესიარი და რამდენიმე ნაგებობის ნაშთი ქვის გროვის სახით. აქა-იქ მიმობნეულია ნათალი ქვები. მათ შორის დევს მოწითალო ფერის სვეტის თავი, რომელსაც გეომეტრიული წნული შემოუყვება. იქვე ნაგებობის ქვებისგან მოუწყვიათ სალოცავი. ძეგლის თარიღი ვერ დგინდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 47