გუაკანაიაბოს ყურე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუაკანაიაბოს ყურე, ხედი კოსმოსიდან.

გუაკანაიაბოს ყურე (ესპ. Golfo de Guacanayabo) — კარიბის ზღვის ყურე კუბის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. სიგრძე დაახლოებით 110 კმ. ჩრდილოეთიდან ისაზღვრება გრანმისა და ლას-ტუნასის პროვინციებით. ყველაზე დიდი პორტია ქალაქი მანსანილიო. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქალაქი გუაიაბალი. ყურის ცენტრალური ნაწილის სანაპიროები წყალ-ჭაობურია. არის ტბები, ჭაობები. გუაკანაიაბოს ყურეს ერთვის კუბის უგრძესი მდინარე კაუტო. მნიშვნელოვანია აგრეთვე მდინარე ხობაბო. სამხრეთით არის კრუსის კონცხი.

ყურეში უხვადაა მარჯნის რიფები. 2005 წელს ქარიშხალ დენისის პიკი გუაკანაიაბოს ყურეში დაფიქსირდა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე