გრძნობა და გონება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან გრძნობა და მგრძნობელობა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრძნობა და მგრძნობელობა
Sense and Sensibility
SenseAndSensibilityTitlePage.jpg
გრძნობა და მგრძნობელობის პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი

ჯეინ ოსტინი

ქვეყანა

გაერთიანებული სამეფო

ენა

ინგლისური

გამომცემელი

ტ. ეგერტონი, Whitehall

გამოცემის თარიღი

1811

მედია

ნაბეჭდი

ISBN

NA

გრძნობა და მგრძნობელობა არის ინგლისელი ნოველისტის ჯეინ ოსტინის რომანი რომელიც გამოქვეყნდა 1811 წელს და იყო ოსტინის პირველი გამოცემული რომანი, რომელიც მან დაწერა ფსევდონიმით "ქალბატონი".

ისტორია ვითარდება ელინორსა და მარიანას გარშეომი. მისტერ დაშვუდის ორ ქალიშვილზე, რომელიც მას მეორე ცოლთან ყავდა. მათ აგრეთვე ყავთ უმცროსი და, მარგარეტა და უფროსი ნახევარ-ძმა ჯონი. მისტერ დაშვუდის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახური ქონება ჯონს გადაეცემა და დაშვუდის ქალები გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ნოველა მოგვითხრობს დაშვუდის დებზე და მათ ახალ სახლზე, კოტეჯზე სადაც ისინი გამოცდიან სიყვარულს და გულიის გატეხვას. დაპირისპირება დებს შორის აღმოიფხვრება მაშინ როდესაც ისინი იპოვიან სიყვარულს და ბედნიერებას. ამ ნოველაში ელინორი და მარიანა იპოვიან ბალანსს გრძნობასა (ან წმინდა ლოგიკა) და მგრძნობიარობას (ან წმინდა ემოცია) შორის, როგორც ცხოვრებაში ასევე სიყვარულში.

წიგნი ადაპტირებული იყო რამდენიმეჯერ ფილმისთვის და ტელევიზიისთვის, მათ შორის 1981 წელს სერიალისთვის რომლის რეჟისორი იყო როდნი ბენეტი, 1995 წელს ფილმის ადაპტირებულ ვერსიაში მთავარ როლს ასრულებდა ემა ტომპსონი, ხოლო რეჟისორი იყო ანგ ლი; ტამილის ვერსია გამოვიდა 2000 წელს და მას ერქვა კანდუკონდაინ კანდუკონდაინი; 2008 წელს გამოვიდა ბიბისის მიერ გამოშვებული სატელევიზიო სერიალი, რომელიც ადაპტირებული იყო ენდრიუ დეივისის მიერ, ხოლო რეჟისურა ჯონ ალექსანდერს ეკუთვნოდა.

სიუჟეტის შინაარსი[რედაქტირება]

მისტერ დაშვუდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება - ნორლანდ პარკი - პირდაპირ გადავა შვილის ჯონის მფლობელობაში, ერთადერთი ვაჟის რომელიც მას პირველ ცოლთან ყავდა. მისის დაშვუდს (მისტერ დაშვუდის მეორე ცოლს) და მათ ქალიშვილებს ელინორს, მარიანას და მარგარეტს მცირე შემოსავალი ერგებათ.

სიკვდილის წინ მისტერ დაშვუდი ჯონს პირობას ჩამოართმევს რომ მან უნდა იზრუნოს თავის ნახევარ დებზე, მაგრამ ჯონის ეგოისტი და ხარბი ცოლი, ფანი, დააჯერებს თავის ქმარს რომ მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს და თავის დებს და მათ დედას უფულოდ დატოვებს. ჯონი და ფანი დაშვუდის სიკვდილის შემდეგ სასწრაფოდ გადავლენ ნორლანდში და თავიანთ ადგილს დაიკავებენ იქ, როგორც ახალი მფლობელები. დაშვუდის ქალებს მათივე სახლში როგორც არასასურველ სტუმრებს ისე მოექცევიან ეს კი აიძულებთ მათ ახალი ბინის მოძებნას, რაც არც თუ ისე ადვილია მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ფანის ძმა, ედვარდ ფერარსი, მომხიბვლელი, თავმდაბალი, ინტელიგენტი, მაგრამ გულჩათხრობილი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვა ნორლანდში დის მოსანახულებლად. მას და ელიონორს ერთმანეთის მიმართ სიმპატიის გრძნობა გაუჩნდებათ და მისის დაშვუდი იმედს ამყარებს რომ ისინი დაქორწინდებიან. ფანი შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს ამ აზრის გამო და განაცხადებს რომ დედამის, მისის ფერარს, მდიდარ ქვრივს, თავისი შვილისთვის უნდა ჯერ კარიერის გაკეთება და შემდეგ რძლად ისეთი ქალი რომელიც იქნება მაღალი საზოგადოებიდან ან დიდი ქონების მფლობელი, ან ორივე ერთად. ამ ამბის შემდეგ მისის დაშვუდი სასწრაფოდ გადაწყვეტს ნორნალდის დატოვებას. მიუხედავად იმისა რომ ედვარდი ყურადღებას იჩენს ელინორის მიმართ, მისი თავშეკავებული ქცევა ელინორისთვის ძნელს ხდის გაიგოს თუ რა განზრახვა ამოძრავებს ედვარდს. ელინორი თავის ახლობლებს განუცხადებს რომ არ უნდა ქონდეთ მათ იმედი ამ ქორწინების, თუმცა იგი გულში მაინც იმედს იტოვებს.

მდიდარი სერ ჯონ მიდელტონი, მისის დეშვუდის ნათესავი, შესთავაზებს მას თავის კოტეჯს და მამულს ბარტონ პარკში და მისის დაშვუდი გადაწყვიტავს დათანხმდეს ამ შემოთავაზებას. ის და გოგონებს ახალი სახლი ნორლანდთან შედარებით პატარად და ბნელად მოეჩვენებათ, თუმცა შეეცდებიან რომ საუკეთესოდ გახადონ ის. სერ ჯონი მათ ძალიან თბილად მიიღებს და დაჟინებით მოთხოვს რომ მასთან და ცოლთან ერთად ყოველდღე ისაუზმონ ბარტონ პარკის დიდ სახლში და რომ შეუერთნენ მათ ოჯახს და სოციალურ ცხოვრებას. აგრეთვე სერ ჯონთან და მის უხალისო ცოლთან ერთად ცხოვრობს სიდედრი მისის ჯენინგსი, მდიდარი და ვულგარული ქვრივი, რომელიც ძალიან კეთილია და კარგი იუმორის გრძნობა აქვს და იგი გადაწყვეტს რომ დაშვუდის გოგოებს მოუძებნოს ქმრები.

სერ ჯონთან ვიზიტისას,დაშვუდები შეხვდებიან ძველ მეგობარს, დინჯ, წყნარ და ზრდილობიან პოლკოვნიკ ბრანდონს. მალე ნათელი გახდება რომ ბრანდონს მოწონს მარიანა და მისის ჯენინგსი მარიანას ხშირად უხსენებს მას. მარიანას არ სიამოვნებს ეს სიტუაცია და ვერ წარმოუდგენია რომ იგი შეძლებს პოლკოვნიკ ბრანდონის, რომელიც უკვე 35 წლისაა, შეყვარებას.

19-ე საუკუნის ილუსტრაცია, სადაც ჩანს თუ როგორ აჭრის თმას ულოუგბი მარიანას

მარიანა, სეირნობისას წვიმაში მოყვება, დაცურდება და მყეს დაიჭიმავს. გულადი ჯონ უილოუგბი, რომელიც დეიდის, მისის სმიტის მოსანახულებლად იმყოფება იმ ადგილას, აღმოჩნდება ამ შემთხვევის დროს ახლო-მახლო. ის მარიანას სახლში წაიყვანს და მალევე მის კეთილ განწყობას მოიპოვებს, კარგი შესახედაობით, რომანტიკული თვისებებით, პოეზიის, მუსიკის და ხელოვნების კარგი ცოდნით. უილოუგბი ბრანდონთან შედარებით სრულიად საპირისპირო პიროვნება აღმოჩნდება. ის ყოველდღე დადის მარიანას მოსანახულებლად და ელინორი და მისის დაშვუდი იეჭვებენ რომ შეიძლება წყვილი საიდუმლოად იყოს დანიშნული. ელინორი შეშფოთებულია მარიანას უდარდელი ქცევით უილოუგბის თანდასწრებით და აფრთხილეს მას, მაგრამ მარიანა მას ყურს არ უგდებს. ერთხელაც უილოუგბი და მარიანა ერთად წავლენ იმ სახლის სანახავად, რომელიც უილოუგბის უნდა ერგოს ანდერძით. ელინორი ანერვიულებულია იმით რომ მარიანა მარტო უნდა წავიდეს იმ სახლის სანახავად, რომლის მფლობელიც არის მისის სმიტი, რომელსაც სრულიად არ იცნობს. მარიანა აღშფოთებულია ელინორის ჩარევის გამო; ელინორა ვარაუდობს (ასევე მარიანაც), რომ უილოუგბის მარიანა მიჰყავს იმ სახლის საჩვენებლად სადაც წესით ქორწილის შემდეგ უნდა იცხოვრონ. მეორე დრეს უილოუგბთან ვიზიტის შემდეგ მარიანას, მისის დაშვუდი და ელინორი ისტერიკაში ჩავარდნილს აღმოაჩენენ; უილოუგბმა მას განუცხადა რომ დეიდამისი ლონდონში აგზავნის ბიზენსზე და ვერ მოახერხებს აქ დაბრუნებას 1 წლის განმავლობაში. ის უარყოფს დაშვუდების წინადადებას მათთან დარჩენაზე და სასწრაფოდ გაემგზავრება. მარიანა დეპრესიაში ჩავარდება და დარდს მუსიკის მეშვეობით იქარწყლებს და იმ წიგნების დახმარებით რომელსაც უილოუგბი და მარიანა ერთად კითხულობდნენ.

ედვარდ ფერარსი ცოტა ხნით ესტუმრება დაშვუდებს ბარტონის კოტეჯში, მაგრამ სევდიანად და უხასიათოდ იქნება. ელინორი შიშობს რომ ედვარდს მის მიმართ აღარ გააჩნია გრძნობები. თუმცა მარიანასგან განსხვავებით არ იმჩნევს მწუხარებას, გრძნობს რომ მისი მოვალოებაა გარეგნულად არაფერი შეიტყოს დედისა და დის გამო, რომელთაც გონიათ რომ ედვარდს ელინორი უყვარს.

ანა და ლუსი სტილი, ლედი მიდელტონის ვულგარული და გაუნათლებელი ნათესავები, ჩამოდიან ბარტონ პარკში დასარჩენად. სერ ჯონი ლუსის მიანიშნებს რომ ელინორს ედვარდი მოსწონს, რათა მან ელინორს უთხრას მასსა და ედვარდს შორის 4 წლიანი დანიშვნის შესახებ. ელინორი ედვარდს ადანაშაულებს იმაში რომ მან უფლება მისცა ელინორს იგი მოსწონებდა, მაშინ როდესაც ის დანიშნული იყო. ის ხვდება რომ ედვარდი მაშინ დაინიშნა ლუსიზე როდესაც ის ახალგაზრდა და მიამიტი იყო და ალბათ ეს მისი შეცდომა იყო. ელინორი ფიქრობს და იმედოვნებს რომ ედვარდს ლუსი არ უყვარს, მაგრამ არ უნდა მან ლუსის გული გაუტეხოს და ჩაშალოს მათი ნიშნობა. ელინორი ცდილობს რომ დამალოს თავისი შინაგანი მდგომარეობა და ლუსის არწმუნებს, რომ იგი არაფერს გრძნობს ედვარდის მიმართ. ეს ცოტა სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც ელინორი ხვდება, რომ ლუსის შეიძლება ედვარდი გულწრფელად არ უყვარდეს და მას ბედნიერად ვერ გახდის. ლუსი ელინორს ეტყვის რომ მისის ფერარსი უეჭველად არ დაეთანხმება მათ შეუღლებას და ისინი გეგმავენ მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინებას, ან მანამდე თუ ედვარდი იპოვის გზას რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს დედამისისს გარეშე.

ელინორი და მარიანა ზამთარს მისის ჯენინგის სახლში, ლონდონში გაატარებენ. მარიანა წერილებს წერს უილოუგბის და არწმუნებს ელინორს რომ ისინი დანიშნულები არიან, რადგან მხოლოდ დანიშნული წყვილი ურთიერთობს ასე. თუმცა მარიანას წერილები უპასუხოდ რჩება და ამასთანავე ერთ-ერთი წვეულების დროს, უილოუგბი მას გვერდზე ცივად ჩაუვლის. მოგვიანებით ის მიწერს მარიანას, რომ დანიშნული არის მის გრეიზე, მდიდარ ქალზე შემოსავლით 50,000 ევრო (დაახლოებით 1.7 მილიონი ევრო დღევანდელი კურსის მიხედვით)[1]. მარიანა განადგურებულია და ელინორს წინაშე აღიარებს, რომ ის და უილოუგბი არასდროს იყნვენ დანიშნულები, მაგრამ მას ის უყვარს და ასევე სჯეროდა რომ უილოუგბისაც უყვარდა იგი.

ამასობაში სიმართლე გაირკვევა უილოუგბის შესახებ; პოლკოვნიკ ბრანდონი ელინორს ეტყვის, რომ ულიოუგბიმ ბრანდონის აღსაზრდელი შეაცდინა, თხუთმეტი წლის ელიზა უილიამსი და მიატოვა მაშინ როდესაც ის ფეხმძიმედ იყო. ბრანდონი ადრე შეყვარებული იყო მის უილიამსის დედაზე, ქალზე რომელიც გავდა მარიანას და რომლის ცხოვრებაც დაინგრა უიღბლო ქორწინების გამო.

ფანი დაშვუდი, რომელიც აგრეთვე ლონდონში იმყოფება, უარყოფს ქმრის წინადადებას, რომელიც სთავაზობს დაშვუდების გოგოების მოწვევას. ამის მაგივრად, ის დაპატიჟებს მისის სტილს. ლუსი სტილი ტრაბახს დაიწყებს ელინორთან, რომ ფანის დედა, მისის ფერარსი მას ფავორიტად მიიჩნევს. მართლაც რომ ფანის და მისის ფერარს ძალიან მოეწონებათ ლუსი, ხოლო ამის შემხედვარე მის ანა სტილი გადაწყვიტავს გაამხილოს ლუსის და ედვარდის ნიშნობის ამბავი. როდესაც მისის ფერარსი გაიგებს ედვარდის და ლუსის დანიშნვის ამბავს, ის გაბრაზდებია და გააგდებს მის სტილს ქუჩაში. მისის ფერარსი მოთხოვს ედვარდს ნიშნობის ჩაშლას, თუ არადა ის დაკარგავს მემკვიდრეობას. ედვარდი, რომელსაც ჯერა რომ ნიშნობის ჩაშლა ლუსისადმი უპატივცემულობა იქნება, უარს ამბობს ამ წინადადებაზე და მისი მემკვიდრეობა მის ძმას რობერტს გადაეცემა. ელინორი და მარიანა წუხარ ედვარდის გამო და თვლიან რომ მან კეთილშობილი საქმე გააკეთა და დარჩა კვლავ დანიშნული იმ ადამიანზე რომელიც მას არ უყვარდა.

ედვარდი გადაწყვეტს გახდეს ოლქის ქორეპისკოპოსი, ხოლო პოლკოვნიკ ბრანდონი, რომელმაც იცის როგორ შეიძლება დაინგრეს შენი ცხოვრება როდესაც შენ სიყვარულს უარყოფენ, გამოხატავს თანაგრძობას ედვარდის სავალალო მდგომარეობის გამო და თხოვს ელინორის იყოს მისი შუამავალი და შეთავაზონ ედვარდს პასტორის სახლი ბრანდონის მამულში, დელაფორდში, წელიწადში 200 ფუნტად. პოლკოვნიკი პირობას ვერ მიცემს ედვარდს რომ ასეთი შეთავაზებით იგი შეძლებს ლუსიზე დაქორწინებას და ოჯახის რჩენას, თუმცა პირდება რომ საკმარისი იქნება სანამ ის რამე უკეთეს იპოვის. ელინორი ედვარდის ძმას რობერტს შეხვდება და გაკვირვებული დარჩება იმ ფაქტით რომ ედვარდმა არაფერი არ იცის მისი ძმის ქონების გადმოცემის შესახებ.

დების ვიზიტი ლონდონში ბოლოს უახლოვდება და ისინი ემზადებიან კლივლენდის (მისის ჯენინგის სიძის მამულის) გავლით ბარტონში დაბრუნებას. იქ, უილოუგბის გამო დათრგუნული მარიანა არ მიაქცევს თავის ჯანმრთელობას ყურადღებას და სერიოზულად ავად გახდება. გაიგებს რა უილოუგბი მარიანას ავადმყოფობის ამბავს სასწრაფოდ გაემგზავრება მათთან და გაუმხელს ელინორს რომ მას მართლა უყვარდა მარიანა, მაგრამ რადგანაც მან მემკვიდრეობა დაკარგა მის უილიამსის შეცდენის გამო, გადაწყვიტავს დაქორწინდეს მდიდარ მის გრეიზე.

ელინორი მარიანას ეტყვის უილოუგბის ვიზიტის შესახებ. მარიანა აღიარებს რომ მიუხედავად იმისა რომ მას მართლაც უყვარდა უილოუგბი, იგი ვერ იქნებოდა ბედნიერი იმ ადამიანთან რომელმაც შვილი მიატოვა. მარიანა ასევე გააცნობიერებს რომ მისი ავადმყოფობა გამოწვეuლი იყო დარდის და გადაჭარბებლი მგრძნობიარობის გამო და ის რომ მომკვდარიყო, მორალურად მისი სიკვდილი თვითმკვლელობის ფასის იქნებოდა. ელინორის მხარში ამოდგომის შემდეგ მარიანა შეეცდება დაუბრუნდეს თავის ძველ ცხოვრებას.

დაშვუდების ოჯახი შეიტყობს ლუსის გათხოვებას მისტერ ფერარსზე. როდესაც მისის დაშვუდი დაინახავს თუ როგორი გულგატეხილია ელინორი, საბოლოოდ გააცნობიერებს ელინორის ნამდვილ გრძნობებს ედვარდის მიმართ და წუხს რომ მან არ მიაქცია მეტი ყურადღება შვილს. მოულოდნელად, მეორე დღეს მათ ედვარდი ესტუმრებათ და გაუმხელს რომ სინამდვილეში მისმა ძმამ, რობერტ ფერარსმა მოიყვანა ლუსი ცოლად. მან განაცხადა რომ ის ლუსის მახეში იყო გაბმული, "ქალის რომელიც დიდი ხანია აღარ უყვარდა" და თურმე ლუსიმ მათი ნიშნობა ჩაშალა რათა გაყოლოდა ახლა უკვე მდიდარ რობერტს. ედვარდი ელინორს ცოლობას თხოვს და ისიც დათანმხდება. ედვარდი ბოლოს და ბოლოს შეურიგდება დედამის, რომელიც მას ათი ათას ფუნდს აჩუქებს. ასევე ის შეურიგდება თავის დას ფანის. ედვარდი და ელინორი დაქორწინდებიან და გადავლენ საცხოვრებლად პასტორის სახლში, დელაფორდში.

მისტერ უილოუგბის მფარველი ბოლოს და ბოლოს დაუბრუნებს მას მემკვიდრეობას გონივრულად გადადგმული ნაბიჯის გამო (იგულისხმება ქორწინება). უილოუგბი გააცნობიერებს რომ მარიანასთან ქორწინების შემთხვევაშიც ის იგივე შედეგს მიიღებდა და რომ მოქცეულიყო პატიოსნად მას ორივე ექნებოდა - სიყვარული და ფული.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში, მისის დაშვუდი, მარიანა და მარგარეტა ძირითად დროს სულ დელფორდში გაატარებენ. მარიანა გაირზდება და 19 წლისას გადაწყვეტს გაყვეს ცოლად 37 წლის პოლკოვნიკს. მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად იგი 20 წლით უფრო მამაკცაზე გათხოვებას მიუღებლად თვლიდა, ნელ-ნელა მას პოლკოვნიკისადმი ღმა სიყრავული განუვითარდება. პოლკოვნიკის სახლი პასტორის სახლთან ახლოს მდებარეობს სადაც ელინორი და ედვარდი ცხოვრობენ, ასე რომ დებს და მათ ქმრებს ხშირად შეუძლიათ ერთმანეთს მონახულება.

პერსონაჟები გრძნობა და მგრძნობელობაში[რედაქტირება]

  • ჰენრი დაშვუდი - მდიდარი ჯენტლმენი რომელიც რომანის დასაწყისშივე გარდაიცვლება. ის თხოვს ჯონს, თავის ვაჟს პირველი ცოლიდან რომ მიხედოს (იგულისხმება ფინანსურად უზრუნველყოს) თავის მეორე ცოლს და მათ სამ ქალიშვილს.
  • მისის დაშვუდი - ჰენრი დაშვუდის მეორე ცოლი, რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ. რომანის დასაწყისში ის 40 წლის არის. ისევე როგორც მარიანა, მისის დაშვუდი არის ძალიან ემოციური და ხშირად ამის გამო არასწორი გადაწყვეტილებები მიუღია, დაფუძნებული თავის გრძნობებზე და არა გონებაზე.
  • ელინორ დაშვუდი - მისტერ და მისის დაშვუდების მგრძნობიარე და თავშეკავებული უფროსი ქალიშვილი. ის რომანის დასაწყისში არის 19 წლის. მას მოეწონება ედვარდ ფერარსი, თავისი ნახევარ-ძმის, ჯონის სიძე. ელინორი ყოველთვის აყენებს ოჯახის და მეგობრების ინტერესებს თავის ინტერესებზე წინ და ამის გამო იგი ფარავს თავის ძლიერ ემოციებს რაც სხვების თვალში მას წარმოაჩებს როგორც განსხვავებულს და ცივი გულის მქონეს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. The National Archives "Take a Break: Currency Converter". http://www.nationalarchives.gov.uk/currency/default0.asp