გროზნოს 1958 წლის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გროზნოს 1958 წლის აჯანყება — 23-27 აგვისტოს, გროზნოში ( საბჭოთა კავშირი ) დაიწყო მცირე მასშტაბის აჯანყება, რომელიც მალევე გადაიქცა მთავარ მოვლენად ქალაქის, ჩეჩნეთისა და რუსეთ-ჩეჩნური ურთიერთობების ისტორიაში. დაიწყო ეთნიკური არეულობების სერია, რომელიც გაგრძელდა 1965 წლამდე.

მყისიერი და გრძელვადიანი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყება ინგუშების მიერ ერთი რუსის მოკვლით დაიწყო. რუსმა მეზღვაურმა ინგუში ქალი საცეკვაოდ გაიწვია და მისი სეცდენა სცადა, ქალის საქმრო ჩაერია, დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა და საბოლოოდ რუსის გარდაცვალებით დასრულდა.[1]

არეულობის რეალური მოტივი კი იყო ეთნიკური კონფლიქტი რუსებსა და შუა აზიაში გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩეჩენებს შორის, რომელთა უმეტესობა უმუშევარი იყო, რადგან საბჭოთა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა უთანხმოების მოსაგვარებლად. რუსები გროზნოს ოლქში 13 წელი ცხოვრობდნენ, 1957 წელს დაბრუნდნენ და უკმაყოფილონი იყვნენ მათი დაბრუნება, რადგან ვაინახის მიწაზე ვაინახურ სახლებში ცხოვრობდნენ და მათ მიერ გადასახლებამდე შესრულებულ სამუშაოებს აკეთებდნენ. ვაინახების (ინგუშებისა და ჩეჩნების) დაბრუნება ორ ჯგუფს შორის საცხოვრებლებისა და სამუშაო ადგილების გამო კონკურენციის მიზეზი გახდა, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდა ისტორიული ფონით.

ვაინახები (განსაკუთრებით ჩეჩნები) რუსებს არა მხოლოდ მჩაგვრელებად, არამედ მოპარულ მიწაზე მცხოვრებ არალეგიტიმურ მოლაშქრეებადაც თვლიდნენ. ამასობაში რუსები ვაინახს მათზე მდაბლებად თვლიდნენ და უფრო მეტიც, თურქეთის ინტერესების დივერსიულ აგენტებად შერაცხეს. ამრიგად, ერთი რუსი მეზღვაურის ჩხუბი და გარდაცვალება მხოლოდ ნაპერწკალი იყო, რომელმაც აჯანყებული რუსული ბრბოს ჩამოყალიბება გამოიწვია. [2]

მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსების მოთხოვნები ხელისუფლებისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეულობა თავდაპირველად დაიწყო, გროზნოს მოედანზე შეიარაღებული 10000 რუსის შეკრებით, დაღუპული მეზღვაურის დაკრძალვის შემდეგ. [1]

რუსმა ქალმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადრე იყო რეგიონალური პარტიის კომიტეტისა და მინისტრთა საბჭოს წევრი გააჟღერა რუსების მოთხოვნები. მათ შრის იყო: „რუსული ძალაუფლების“ ჩამოყალიბება, ყველა ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივი ჩხრეკა და განიარაღება (იარაღის მესაკუთრეთა ადგილზე დახვრეტა) და შემდეგ ჩეჩნებისა და ინგუშების ხელახალი განდევნა. [1]

27 აგვისტოს (აჯანყების მეხუთე დღეს) რამდენიმე რუსმა კომუნისტურ ხელისუფლებას შემდეგი წინადადებით მიმართა:

ჩეჩნე-ინგუშური მოსახლეობის ველური დამოკიდებულების გამოჩენის გათვალისწინებით სხვა ეროვნების ხალხის მიმართ, რაც გამოიხატება ხოცვა-ჟლეტით, მკვლელობებით, ძალადობითა და შევიწროებით, ქალაქ გროზნოს მშრომელი ხალხის სახელით. მოსახლეობის უმრავლესობა გვთავაზობს:

  • 27 აგვისტოდან CI ASSR-ს გროზნოს ოლქად გადარქმევა ან მრავალეროვნული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
  • გროზნოს ოლქში ჩეჩნეთ-ინგუშურ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს ნებადართული მთლიანი მოსახლეობის 10%-ზე მეტი რაოდენობით ყოფნა.
  • გროზნოს ოლქის სიმდიდრის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვა რესპუბლიკებიდან ფრონტის ხაზის, სხვადასხვა ეროვნების პროგრესული კომკავშირელი ახალგაზრდების გაწვევა.
  • 1958 წლის 27 აგვისტოდან გაუქმდეს ჩეჩნე-ინგუშ მოსახლეობის ყველა პრივილეგია სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ.

27-ში სამხედრო საავიაციო სკოლის გენერალ-მაიორმა სტეპანოვმა ადგილობრივ საბჭოს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჩეჩნები უნდა დაბრუნებულიყვნენ ციმბირში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დახოცვით იმუქრებოდნენ  

შეიარაღებული რუსული ბრბო და წითელი თავსაბურავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრბოს წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედების რამდენიმე მტკიცებულება არსებობს- ქალაქში მცხოვრებმა რუსებმა (კომუნისტების ჩათვლით) თავზე წითელი თავსაფრები მიამაგრეს, რათა ვაინახებში არ აღრეულიყვნენ.[1] [3] სასიკვდილოდ სცემეს ერთი მოხუცი ჩეჩენი ურუს-მარტანიდან, სამართალდამცავებს ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონიათ.[1]

ისინი შეიჭრნენ სამთავრობო უწყებებში და მოითხოვდნენ გროზნოს ოლქის აღდგენას და ჩეჩნების გადასახლებიდან დაბრუნების რეგულირებას.

ბრბო უფრო და უფრო ამწვავებდა თავის ქმედებებს. 500 კაციანი აჯანყებულთა დაჯგუფება თავს დაესხა ფოსტას და მოსკოვში ცენტრალურ საბჭოთა ხელისუფლებასთან აუდიენცია მოითხოვა. 27-ში 23:00 საათზე რკინიგზის სადგურს მიაღწიეს. მათ მიზანს წარმოადგენდა ძმებისთვის ხმის მიწოდება (ე.ი. სხვა რუს ინოგოროდებსა და კაზაკებზე).

თუმცა ხელისუფლება მხოლოდ მაშინ ჩაერია, როცა რუსულმა/კაზაკთა ბანდამ დაიწყო სამთავრობო შენობების (ანუ ფოსტის, სატელეფონო სადგურისა და მატარებლის სადგურის) ძარცვა.[1]

ხელისუფლება, აქამდე, დიდწილად თანაუგრძნობდა მომიტინგეების მიზნებს (და ბევრი მონაწილეობდა კიდეც), თუნდაც იმიტომ, რომ ისინი თავადაც ეთნიკურად რუსები იყვნენ. თუმცა რუსებისა და კაზაკების მიერ რკინიგზის სადგურის აღება ბოლო წვეთი აღმოჩნდა. 27 აგვისტოს შუაღამისას სამართალდამცავები მიუახლოვდნენ აქციის მონაწილეების მიერ დაკავებულ მატარებლის სადგურს, იმ იმედით, რომ აღადგენდნენ კანონიერებას და წესრიგს უბრძოლველად. თუმცა, უკვე ძალიან აღელვებულმა აჯანყებულებმა მათ ქვები და სხვადასხვა მძიმე საგნები დაუშინეს.

საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა სადგური დატოვეს და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი დაგმეს, როგორც "შოვინისტური" და "ანტისაბჭოთა", მოვლენებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Dunlop, John B. Russia confronts Chechnya: Roots of a Separatist Conflict. Pages 80-81
  2. Dunlop, John B. Russia confronts Chechnya: Roots of a Separatist Conflict. Pages 79-80
  3. Nekrich. Punished Peoples. Pages 152-153