გრიგოლ თაბაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ თაბაგარი (დ. 10 თებერვალი, 1942, ზესტაფონი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის კვალიფიკაციით.

1965 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ „საქჰიდროენერგომშენის“ სისტემაში. მუშაობდა ინჟინრად „ენგურჰესის“ ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში. იმავე წელს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1967-1981 წლებში. მუშაობდა „ენგურჰესის“ ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოში სხვადასხვა უბნებზე ოსტატისა და უბნის უფროსის თანამდებობაზე 1981-1987წლებში. „ჟინვალჰესის“ სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე 1987-1999 წლებში. სამშენებლო ტრესტ „კავკასგვირაბმშენში“ ჯერ საგვირაბო რაზმის და შემდეგ სამონტაჟო სამმართველოს უფროსი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 239

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

რესურესბი ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]