გრიგოლ აფშინაშვილი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ ნადირას ძე აფშინაშვილი (დ. 1866, სოფ. ხოშარა, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― გ. 1960, სოფ. ზემო ხოდაშენი, ახმეტის რაიონი), ქართველი ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. მასწავლებლობდა კახეთსა და საინგილოში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვეყნებდა ფშაური პოეზიის ნიმუშებსა და წერილებს ჟურნალ-გაზეთებში ("ჯეჯილი", "კვალი", "აკაკის კრებული", "ივერია"). როგორც ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი, ძმები რაზიკაშვილების (ვაჟა, ბაჩანა, თედო) მიმდევარი იყო. წერდა "ფშავლიშვილის" ფსევდონიმით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გოგოჭური დ., ქსე, ტ. 2, გვ. 29, თბ., 1977
პირადი ხელსაწყოები