გრაფი დუკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრაფი დუკუ
დართ ტირანუსი
ვარსკვლავური ომები - პერსონაჟი

კრისტოფერ ლი გრაფი დუკუს როლში
პირველი გამოჩენა ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
შემქმნელი ჯორჯ ლუკასი
მსახიობი კრისტოფერ ლი
ახმოვანებს
ინფორმაცია
სახეობა/რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი იავინის ბრძოლამდე 102 წელი
გარდ. თარიღი იავინის ბრძოლამდე 19 წელი
საქმიანობა
წევრობა
ასაკი 83 წლის
წოდება სერენოს გრაფი
ეროვნება სერენოელი
ოსტატები
შეგირდები

ჯედაი შეგირდები

სითი შეგირდები

სამშობლო სერენო

გრაფი დუკუ, ასევე ცნობილი როგორც დართ ტირანუსი — გამოგონილი პერსონაჟი ვარსკვლავური ომების ფრენჩაიზში, შექმნილი ჯორჯ ლუკასის მიერ. ვარსკვლავური ომების პრიქველების ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტი, ის ჩნდება „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევასა“ (2002) და „ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიებაში“ (2005), სადაც მის როლს როლს ასრულებს კრისტოფერ ლი,[1][2] ასევე ასოცირებულია სხვა მედიებთან, როგორიცაა წიგნები, კომიქსები, სატელევიზიო სერიალები და ვიდეო თამაშები . პერსონაჟს ახმოვანებს კორი ბარტონი ანიმაციურ სერიალებში ვარსკვლავური ომები: კლონების ომები (2003-2005) და კლონების ომებში (2008-2020), ხოლო ლიმ კვლავ შეასრულა როლი 2008 წელს შექმნილ ანიმაციურ ფილმში, რომელიც ამ უკანასკნელ სერიალს იწყებს.

ვარსკვლავური ომების სამყაროში დუკუ არის მისი პლანეტის, სერენოს მმართველი, პოლიტიკური ენთუზიასტი და ყოფილი ჯედაი, რომელსაც წვრთნიდა იოდა და თავად გაწვრთნა კვაი-გონ ჯინი. გალაქტიკური რესპუბლიკის სენატის კორუფცით იმედგაცრუების და ჯედაების ორდენისადმი რწმენის დაკარგვის შემდეგ, იგი საბოლოოდ დაეცემა ძალის ბნელ მხარეს და ხდება დართ სიდიუსის მეორე შეგირდი დართ მოლის შემდეგ, როგორც სითების ლორდი. დუკუ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიდიუსის ხელისუფლებაში მოსვლაში, დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის სათავეში, რომელიც შედგება მრავალი პლანეტარული სისტემისგან, რომლებიც ცდილობენ რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას კლონების ომების განმავლობაში, დუკუ, მისი ძველი მეგობარი საიფო-დიასის დახმაებით, იკვეთავს კლონების არმიის შექმნას, რომელსაც რესპუბლიკა იყენებს მათ კონფლიქტი სეპარატებთან ბრძოლაში. დუკუ იმედოვნებს, რომ ეს საშუალებას მისცემს მართოს გალაქტიკა სიდიუსის გვერდით, რომლის დამხობისთვისაც ფარულად ემზადება, მას საბოლოოდ უღალატებს მისი ოსტატი, რომელიც ანაკინ სკაიუოკერი უბრძანებს დუკუს მოკვლას.

გრაფი დუკუს პერსონაჟს და კრისტოფერ ლის შესრულებას პრიქველების ფილმებში, ზოგადად, დადებითი რეაქცია მოჰყვა თაყვანისმცემლებისა და კრიტიკოსების მხრიდან. ფილმების გამოსვლის შემდეგ, დუკუ დასახელდა „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი საუკეთესო ბოროტმოქმედად.

კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The New Essential Guide to Characters, 1st edition, 2002. Daniel Wallace, Michael Sutfin, ISBN 0-345-44900-2
  • Reynolds, David West. Star Wars: Attack of the Clones: The Visual Dictionary, hardcover, 2002. ISBN 0-7894-8588-5
  • Luceno, James. Star Wars: Revenge of the Sith: The Visual Dictionary, hardcover, 2005., ISBN 0-7566-1128-8
  • Slavicsek, Bill & Collins, Andy. Star Wars Roleplaying Game: Revised Core Rulebook, hardcover, 2002., ISBN 0-7869-2876-X
  • Stover, Matthew. Revenge of the Sith. Lucas Books, Century, London. ISBN 0-7126-8427-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Star Wars: Ranking All The Villains In The Prequel Trilogy (December 29, 2019).
  2. Admin. (25 February 2011) Star Wars: Episode II - Attack of the Clones. Sir Christopher Lee Web. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 17 June 2018