გრაკლის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრაკლის ეკლესია.

გრაკლის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკლის რკინიგზის სადგურთან, სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (3,6X3 მეტრზე), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კედლები შემორჩენილია 1,7 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დაზიანების გამო, გადახურვის ფორმა გაურკვეველია. აფსიდის ღერძზე ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში — პატარა სწორკუთხა ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]