გოჯიაანების ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოჯიაანების ყველაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჯიაანების ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,5 x 3,8 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოქცეულია კამარა, კონქი, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთ კედელშია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას გარს ევლებოდა რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები დაბალი გალავანი, რომელიც ნაწილობრივღა შემორჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]