გომის მარიდაშვილების მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომის მარიდაშვილების მარანი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მარიდაანთ უბანში, ვარდენ მარიდაშვილის ბაღში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა (სავარაუდოდ, ხის კოჭებს ეყრდნობა), ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილი და თაროები მაღალ ნიშებში; იატაკი მიწითაა დაფარული, მიწითაა ამოვსებული საწნახელიც.

მარანი (9,1X4,75 მეტრზე) ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ერთადერთი თაღიანი შესასველი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შენობის დასავლეთ ნაწილში, მთელი კედლის სიგრძეზე, მისგან 1,4 მეტრზე დაცილებით დაბალკედლებიანი (სიმაღლე 1 მეტრი) ყურძნის საწური აუზია. მის დასავლეთით, მთელი კედლის სიმაღლეზე, ღრმა ხისთაროებიანი ნიშია, აღმოსავლეთით სამი შედარებითი პატარა ნიშია, სამხრეთ კედელში კი - ორი დიდი ხისთაროებიანო ნიში. ასეთივე ნიში დასავლეთ კედელშიცაა. ნიშებს აგურის თაღი აქვს. შენობის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები გარედან მიწაშია ჩამჯდარი, აღმოსავლეთ კედელი ყრუა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]