ჰოლოდომორი
ჰოლოდომორიი' (უკრ. Голодомор, შიმშილით სიკვდილი) — მასიური შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომჰოლოდომორიი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.
2003 წელს გაეროში მიღებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ მასობრივი შიმშილობა ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკისა და არაჰუმანური ქმედებების შედეგად აღიარა, რასაც საბჭოთა კავშირში მილიონობით უკრაინელის, რუსის, ყაზახისა და სხვა ეროვნების ხალხის დაღუპვა მოჰყვა. 2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმჰოლოდომორიორი ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰოლოდომორი“ ვიკისაწყობში.- ინტერვიუ ვიქტორ იუშჩენკოსთან ჰოლოდომორის შესახებ (გერმანული)
- Famine Genocide Commemorative Committee Ukrainian Canadian Congress, Toronto Branch (ინგლისური)
- Ukrainian Genocide Famine Foundation USA (ინგლისური)
- როცა სტალინი ხალხს კანიბალებად აქცევდა (გერმანული)
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Levon Chorbajian, George Shirinian (Hrsg.): Studies in Comparative Genocide. New York 1999. ISBN 0-312-21933-4 (ინგლისური)
- Robert Conquest: La grande terreur, précédé des "Sanglantes moissons : Les purges staliniennes des années 30". R. Laffont, Paris 1995. ISBN 2-221-06954-4 (ფრანგული)
- Robert Conquest: Ernte des Todes. Stalins Holocaust in der Ukraine 1929 - 1933. Langen Müller, München 1988, 1997. ISBN 3-7844-2169-5 (გერმანული)