გლეხთა ომი გერმანიაში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლეხთა ომი გერმანიაში (საზღვარგარეთ ხშირად უწოდებენ უბრალოდ „გლეხთა ომს“, გერმ. der Deutsche Bauernkrieg) — სახალხო აჯანყება ცენტრალურ ევროპაში, უპირველეს ყოვლისა, საღვთო რომის იმპერიის ტერიტორიაზე 1524—1526 წლებში.

როგორც მისი წინამორბედი ქალამნის მოძრაობა და ჰუსიტური ომები, იგი შედგებოდა ეკონომიკური და რელიგიური ხასიათის მასობრივი მღელვარებებით, რომელთა მამოძრავებელ ძალასაც წარმოადგენდნენ გლეხები, მოქალაქეები და დიდებულები. საერთო პროგრამა ამ გამოსვლებს არ ჰქონდა.

კონფლიქტმა, რომელიც ძირითადად თანამედროვე გერმანიის სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში მიმდინარეობდა, ასევე მოიცვა მოზობელი ავსტრია და შვეიცარია, პიკს მიაღწია 1525 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე, როდესაც მოვლენებში მონაწილეობდა 300 000 გლეხი-მეამბოხე. თანამედროვე შეფასებით, დაღუპულთა რიცხვმა 100 000 ადამიანი შეადგინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: