გლენ მედეიროსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლენ მედეიროსი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი გლენ ალან მედეიროსი
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1970 (1970-06-24) (44 წლის)
დაბ. ადგილი ლიჰუე - კაუა'ი, ჰავაი
წარმოშობა ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, მომღერალი, დირექტორის თანაშემწე მერინოლის სკოლაში
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1987-1999
ლეიბლ(ებ)ი Amherst, MCA

გლენ ალან მედეიროსი (Glenn Alan Medeiros; დ. 24 ივნისი, 1970) — პორტუგალიური წარმოშობის ჰავაელი ამერიკელი მომღერალი და ტექსტების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მედეიროსმა მუსიკალური კარიერა 10 წლის ასაკში დაიწო, როდესაც კუნძულ კაუაიზე მამამისს ტურისტულ ავტობუსში მოგზაურთა გართობაში ეხმარებოდა. 17 წლის ასაკში კი მან ადგილობრივ რადიოში კონკურსი მოიგო, მაშინ მაიქლ მესერის ცნობილ სიმღეას "Nothing's Gonna Change My Love for You"-ს ასრულებდა, რომელიც შემდეგ მისი საცნობი გახდა მსოფლიო მასშტაბით. სულ მოკლე ხანში სიმღერა ამერიკაში ეროვნულ ჰიტად იქცა. 1988 წელს სიმღერამ უკვე საუკუთესო ასეულში 13 ადგილი დაიკავა, ხოლო დიდი ბრიტრანეთის ჩარტებს მთელი თვე ედგა სათავეში. ამავე წელს მან ახალი სინგლი ჩაწერა "Un Roman d'amitié (Friend You Give Me a Reason)", სიმღერა საკმაოდ წარმატებული დუეტი გამოდგა ფრანგ მომღერალ ელზა ლუნინისთან Elsa Lunghini ერთად. 1990 წელს კი მან ამერიკელ ვარსკვლავ ბობი ბრაუნთან ჩაწერა დუეტი, "She Ain't Worth It", რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო დუეტი უკვე რეი პარკერ უმცროსთან ჩაიწერა სახელწოდებით "All I'm Missing Is You".

1992 წელს გლენმა ისევ დუეტის ჩაწერა გადაწყვიტა, თუმცა, ამჟამად მოდერნ თოქინგის წევრთან თომას ანდერსთან ერთად "Standing Alone".

დღესდღეობით გლენ მედეიროსი ტელეწამყვანი და სკოლის მასწავლებელია. ის წმინდა ჯოზეფის სკოლაში მუსიკას ასწავლის მე-5 კლასს, ხოლო მე-9 კლასის მოწაფეებს მსოფლიო ისტორიას უკითხავს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

გლენმა 1996 წელს თამი არმსტრონგი შეირთო ცოლად. მათ ორი შვილი ჰყავთ: ქორნ ქალოუჰენ მედეიროსი (2000) და ქალიშვილი ლაირიქ ლეოლანი მედეიროსი (2001). უკანასკნელი მონაცემებით, გლენი 10-ე კლასელებს ამერიკის ისტორიას ასწავლის.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

  • Glenn Medeiros (1987)
  • Not Me (1988)
  • Glenn Medeiros (1990) (1990)
  • It's Alright to Love (1993; ევროპა, აზია)
  • The Glenn Medeiros Christmas Album (1993)
  • Sweet Island Music (1995)
  • Captured (1999)
  • ME (2003)
  • 'With Aloha (2005)
  • Aloha from Paradise (2007) (სხვადასხვა შემსრულებელი)

სინგლები[რედაქტირება]

წელი სიმღერა US Hot 100 US A.C. US R&B UK singles ალბომი
1987 "Nothing's Gonna Change My Love for You" 12 4 - 1 Glenn Medeiros
1987 "Lonely Won't Leave Me Alone" 67 - - - Glenn Medeiros
1987 "Watching Over You" 80 - - - Glenn Medeiros
1988 "Long And Lasting Love" 68 - - 42 Not Me
1990 "She Ain't Worth It" (ბობი ბრაუნთან) 1 - 43 12 Glenn Medeiros (1990)
1990 "All I'm Missing Is You" (რეი პარკერ უმცროსთან) 32 - - - Glenn Medeiros (1990)
1990 "Me-U=Blue" 78 35 - - Glenn Medeiros (1990)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]