გიორგი თენაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო სეული 1988 -71 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო ბელგრადი 1989 -71 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო ჰელსინკი 1989 -71 კგ.

გიორგი თენაძე (დ. 24 მაისი, 1962, გორი) — ქართველი ძიუდოისტი. სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (1989). მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1985) და მესამე პრიზიორი (1984), ევროპის თასის მფლობელი (1986), საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1986, 1989, 1990). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ამჟამად, საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

გიორგი თენაძის შედეგები 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე:

1/32: ფრედი ტორესი (სალვადორი) - მოგება

1/16: განგაბაჰადურ ნაგოლი (ნეპალი) - მოგება

1/8: ტოსიჰიკო კოგა (იაპონია) - მოგება

1/4: სტიუარტ ბრაიანი (დიდი ბრიტანეთი) - მოგება

1/2: მარკ ალექსანდრი (საფრანგეთი) - წაგება

III: ბერტალან ჰაიტოსი (უნგრეთი) - მოგება

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]