გიორგი ზაბახიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ზაბახიძე (დ. 1939, საჩხერე) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ტექნიკუმი, 1978 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ „ინჟმშენის“ სისტემაში ოსტატად, ხოლო შემდგომ მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად, 1961–1970 წლებში უძღვებოდა თბილისში გაზსადენის გაყვანის სამუშაოებს, მონაწილეობდა „ბაქო–თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობაში, მისი ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაიცა იტავაზის ქვიშის კარიერი საჩხერის რაიონში, თბილისის „ლაგუნა ვერეს“ საცურაო კომპლექსი, თბილისის ტელევიზორების ქარხანა, ვარკეთილის საფილტრაციო სადგური, საცხოვრებელი კორპუსები და საბაგირო გზა ვაზისუბანში, 10000 კვ.მ ტევადობის რეზერვუარები ვარკეთილსა და ლილოში, ქალაქის საბინაო სამმართველოს ადმინისტრაციულ–სამეურნეო კომპლექსი ლისის ტბაზე, რესტორანი „ბერიკონი“, აქტიურად იყო ჩართული „საგურამო–თბილისი–ავჭალის“ წყალსადენის მაგისტრალის, არაგვის ნაპირსამაგრი ნაგებობების, „თბილისი–აეროპორტის“ ავტომაგისტრალის და მრავალი სამეურნეო–კულტურული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაში, დანერგილი აქვს რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადება.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედალი „შრომითი წარჩინებისთვის“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედიათბ., 2017 გვ.231

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]