გიმარის ჩრდილოეთი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიმარის ჩრდილოეთი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გიმარის განაპირას, ჩრდილოეთით, ციცაბო კლდის ბაქანზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატია (6x6,4 მ), ზემოთ შევიწროვებული. ნაგებია ფითქლის მოზრდილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია, სადაც შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 4,5 მეტრზე. კარის გადახურვა ჩამოშლილია, გვერდები გამოყვანილია არაწესიერი ზომის მოზრდილი ქვებით. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთ ფასადზე, ცოლოკის თავზე, კრდლის წყობაში ჩატანებულია გრძელი (1,3 მ სიგრძის) ქვა, რომელზეც სამი ტოლმკლავა ჯვარია ამოყვანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]