გივი თაბუკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი თაბუკაშვილი (დ. 9 მარტი, 1928, ხაშური — გ. 2004) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ჰესების ინჟინერ–მშენებლის კვალიფიკაციით.

1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 52 წლის განმვალობაში, მუშაობდა „თბილჰიდროპროექტში“. გაიარა საინჟინრო კვალიფიკაციის სხვადასხვა საფეხური და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტყიბულჰესის, გუმათჰესების, ვარციხეჰესების, ენგურჰესის, ვარდნილჰესების ობიექტების დაგეგმარებასა და განხორციელებაში. 1995 წლიდან იყო ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის პროექტის მთავარი ინჟინერი, მუშაობდა თბილისის და რუსთავის წყალმომარაგების პრობლემების საკითხებზე, სათავე ნაგებობების დაპროექტებისა და მშენებლობის საკითხებზე.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1981 – საქართველოს დამსახურებული მშენებელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია თბილისი, 2016 გვ.139

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]