გივი ვაშაკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ვაშაკიძე - ( დ. 7 აგვისტო, 1937, გ. 2017 ) ქართველი მხატვარი. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იგი წარმოადგენდა XX საუკუნის ქართველ მხატვართა ასევე ცნობილი როგორც 60-იანელთა თაობის წარმომადგენელი. აკადემიის დამთავრების შემდეგ ის მონაწილეობდა ადგილობრივ და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო მისი ნამუშევრები მუდამ ყურადღებას და იმსახურებდა მაღალ შეფასებას ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მიერ. მისი ნამუშევრები მოიცავს დაზგურ ფერწერას, გრაფიკის ნაწარმოებებსა და ფანქრით, ტუშით, კალმით, აკვარელითა და გუაშით შესრულებულ ჩანახატებსა და ესკიზებს. თბილისში ძმათამკვლელი ომის დროს მხატვარმა დატოვა დედაქალაქი და საცხოვრებლად დიდ ჯიხაისში გადავიდა, სადაც აქტიურად აგრძელებდა შემოქმედებით მოღვაწეობას. ის შეუდგა ,,ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების ხატვას და გარდაცვალებამდე ,,ვეფხისტყაოსნის 122 ილუსტრაცია შექმნა, რომელიც 2021 წელს გამომცემლობა "პალიტრა-L"-მა გამოსცა.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგი:Nplgბიოგრაფია