გივი ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ბაქრაძე (დ. 23 მაისი, 1928, თბილისი — გ. 2020) — ქართველი გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ღირსების ორდენის კავალერი (1997).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1928 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისში. 1951 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1951–1954 წლებში მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, პატოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად. 1955–1958 წლებში — ქალაქის I საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან იყო № 2 სამშობიარო სახლის ორდინატორი, ობსერვაციული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე, მთავარი ექიმი. 1975 წლიდან — ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის მთავარი გინეკოლოგი; 1996 წლიდან — რკინიგზის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. აქვს 31 სამეცნიერო ნაშრომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]