გიგანების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიგანების კომპლექსი — კომპლექსური ძეგლი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ლენტეხის მუნიციპალიტეტში

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ფასადი ყრუა, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე - ერთი ტრაპეციის ფორმის სარკმელია დატანებული, რომლის ჭრილიც გარედან ვიწროა, ხოლო შიგნიდან გაფართოებული.კომპლექსი მოიცავს ერთმანეთის მიჯრით აგებულ ორ დარბაზ-მაჩუბსა და ორ კოშკს.Ისინი ნაშენია ქვის ირეგულარული წყობით, კირის დუღაბზე. აღმოსავლეთით, დამრეც ფერდობზე მდებარე კოშკი ოთხსართულიანია.ადრე ფასადები სრულად იყო შელესილი ხოლო ახლა ნალესობა მხოლოდ ადგილ-ადგილ არის შემორჩენილი. სახურავი მოწყობილია ხის კონსტრუქციაზე გამართული ფიქალის ფილებით. Მეპატრონეს თქმით, სახურავი დაახლოვებით 10 წლის წინ არის შეკეთებული. Კოშკი მასზე მიდგმულ დარბაზ-მაჩუბს დასავლეთ კედლის მეორე სართულზე გაჭრილი სწორკუთხა კარით უკავშირდება. აღნიშნული დარბაზ - მაჩუბის სახურავი, სართულშუა გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი ჩაქცეულია.მის აღმოსავლეთ ფასადზე, პირველი სართული დონეზე დატანებულია ორი საძელე ღიობი, მეორე სართულზე კი 2 კარი. Სამხრეთ კედელზე დატანებულია ერთი სარკმელი, ერთი სწორკუთხა კარი, ერთი თაღჩა და ორი საძელი ფოსო. Კოშკში საინტერესოა სარკმლის მოყვანილობა. Მისი ჭრილი გარედან ვიწროა და სამკუთხა ფორმის, ხოლო შიგნიდან კი მკვეთრად გაფართოებული და სწორკუთხა მოყვანილობის. Სარკმელს გააჩნია საფეხუროვანი რაფა. Სამხრეთი კედელი ყრუა. Ხოლო დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილზე დატანებულია ორი ღიობი. Ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ზემოაღწერილ დარბაზ-მაჩუბს დასავლეთის მხრიდან მიდგმული აქვს ასევე დარბაზ-მაჩუბი და კოშკი, რომელთაგანაც მხოლოდ კედლების ნაწილია შემორჩენილი. Კომპლექსის დასავლეთით, დაახლოვებით 40 მეტრში მდებარეობდა კოშკი და სატრაპეზო, რომელთაგანაც ახლა მხოლოდ მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42616