გერმანე ხუცესმონაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერმანე ხუცესმონაზონიXVIII საუკუნის დასაწყისის ქართული კულტურის მოღვაწე.

ცნობილი იყო როგორც მოქადაგე-ორატორი, პედაგოგ-აღმზრდელი, ქართული საეკლესიო საგალობლების კარგი შემსრულებელი. წერდა საეკლესიო ჰიმნებს, ქართლის სამეფო კარზე იყო მეფეთა პირადი მოძღვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონი ა., წყობილსიტყვაობა, თბ., 1972.
  • იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948.
  • ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 599.