გაუსი (ერთეული)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
| სტანდარტი: | გაუსის სისტემის წარმოებული ერთეული. |
| სიდიდე: | მაგნიტური ველი. |
| სიმბოლო (ქართ): | გს |
| სიმბოლო (საერთ): | G |
| ეწოდა სახელი: | კარლ ფრიდრიხ გაუსი |
| ექვივალენტი: | 1 გს = |
| SI სისტემის ერთ. | 10-4 ტესლა. |
გაუსის ერთეულთა სისტემაში გაუსი (ქართული შემოკლება გს, საერთაშორისო G) არის მაგნიტური ველის ერთეული. ერ თეულს სახელი ეწოდა გერმანელი მათემატიკოსის კარლ ფრიდრიხ გაუსის პატივსაცემად. 1 გაუსი ტოლია 1 მაქსველისა კვადრატულ სანტიმეტრზე:
სექციების სია |
[რედაქტირება] გადაყვანა სხვა ერთეულებში
გაუსის ერთეულთა სისტემაში გაუსი არის მაგნიტური ველის B ინდუქციის ერთეული, ხოლო ოერსტედი არის მაგნიტური ველის დაძაბულობის ერთეული. მაგნიტური ველის ინდუქციის SI სისტემის ერთეულთან, ტესლასთან კავშირს აქვს სახე:
- 1 ტესლა = 104 გაუსს.
ხოლო 1 ამპერი 1 მეტრზე არის 4π × 10−3 ოესტედი[1].
[რედაქტირება] ტიპიური მნიშვნელობები
- 10−9–10−8 გაუსი: ადამიანის ტვინის მაგნიტური ველი;
- 0.31–0.58 გაუსი: დედამიწის მაგნიტური ველი
- 50 გაუსი: ტიპიური მაცივრის მაგნიტის ველი.
- 100 გაუსი: პატარა რკინის მაგნიტის ველი.
- 1012–1013 გაუსი: მაგნიტური ველის ტიპიური მნიშვნელობა ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირზე[2]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Hayt, Jr., William H. (1974). Engineering Electromagnetics, Third Edition. McGraw-Hill. ISBN 0-07-027390-1
- ↑ How strong are magnets?. Experiments with magnets and our surroundings. Magcraft. წაკითხვის თარიღი: 2007-12-14.