გასპარ ქართველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გასპარ ქართველი (გ. 1701, ვარშავა) — ქართველი დიპლომატი.

დაახლოებული იყო ქართლის მეფე გიორგი XI-თან. მონაწილეობდა ირანის ხელისუფლების მიერ დასავლეთ ევროპაში მოწყობილ ელჩობაში, რ-იც მიზნად ისახავდა ოსმალთა საწინაღმდეგო კოალიციის შექმნას და რომელსაც ისპაჰანელი კათოლიკე ეპისკოპოსი ელიასი ხელმძღვანელობდა. 1700 წელს გასპარი მოსკოვში შეხვდა იქ მყოფ არჩილ მეფეს, რომლის შუამდგომლობით რუსეთის მეფე პეტრე I-მა ხელი შეუწყო ელჩობის დასავლეთ ევროპაში გამგზავრებას, მაგრამ გასპარს არ დასცალდა. ის 1701 გარდაიცვალა ვარშავაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაბაშვილი გ., სულხან-საბა ორბელიანი როგორც დიპლომატი, წგნ.:სულხან-საბა ორბელიანი, 1658-1958. საიუბილეო კრებული, თბ., 1959.
  • ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, ტ.I, თბ., 1997.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.