გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურითბოელექტროსადგური საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. იგი უახლესი ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვის პირველი წარმატებული მცდელობა იყო. წარმოადგენს Pratt and Whitney Power Systems FT8 ტიპის აირტურბინების ბაზაზე აშენებულ ენერგეტიკულ ობიექტს.[1]

ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 110 მეგავატი.[2] გამომდინარე იქიდან, რომ გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური წარმოადგენს კომბინირებული ციკლით მომუშავე ორთქლაირული ელექტროსადგურის აირტურბინულ ზედნაშენს, მისი გამომუშავება ახალი ინვესტიციის შემთხვევაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს.[1]

გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წლის 23 იანვარს. ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. განხორციელებული ინვესტიციის საერთო ღირებულება 53 800 000 დოლარია. 2010 წლის დეკემბერში შპს „ჯიფაუერმა“ სადგური კომპანია „ენერჯი ინვესტი“-სგან შეიძინა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]