გაპარსვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაპარსვა, გაკრეჭა — სამართლეებრივ ისტორიაში გამაწბილებელი სასჯელის ერთ-ერთ სახე — თავის გადაპარსვა, წვერ-ულვაშის ან საფეთქლების მოპარსვა.ქალისათვის ნაწნავის შეჭრა. კანონმდებლობაში ჩვეულებითი სამართლიდანაა შესული. ცნობილია ჯერ კიდევ ბაბილონური კანონებიდან. ინგლისში ნორმანების დაპყრობამდე სასჯელადაც ითვლებოდა და მონობის ნიშნადაც. რუსეთსა და გერმანიაში მრუშობაში მხილებულ ქალებს გამაწბილებელ სასჯელად ნაწნავს სჭრიდნენ. გაპარსვას იცნობს ბიზანტიური სამართალიც (ეკლოგა, საეპარქო წიგნი). იგი იხსენიება აგრეთვე გიორგი ბრწყინვალის სამართალში მ. 2). ხელმწიფის კარის გარიგებასა (§ 10) და ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის ბერძნულ სამართალში (მმ. 2, 77, 383 და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]