განხილვა:UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუნიქსისებრი საოპერაციო სისტემები აჯობებს სათაურად. აქვს დავსძენდი, ქართულში უნიქსს უფრო ვიყენებთ ვიდრე იუნიქსს და ალბათ უპრიანი იქნებოდა უნიქსისებრი საოპერაციო სისტმები --წკაპო 12:23, 10 აგვისტო 2009 (UTC)[უპასუხე]

მართლაც, იუნიქსისავით ჩემი აზრით ცუდად ჟღერს, და რამდენადაც ვიცი არ გამოიყენება. იუნიქსისებრი მისაღებია. ან იქნებ ყოფილიყო იუნიქსისმაგვარი. --Fotoni განხილვაწვლილი 15:33, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სასწრაფოდ შესაცვლელია ამჟამინდელი სათაური. --მიხეილ მიწერა 21:41, 23 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამის სათაურზე რა ვქნათ?--გ.გ მომწერე 21:11, 3 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

Unix like არ ჰქვია? იუნიქსის მსგავსი რომ იყოს? --H.McC. (მომწერეთ) 21:14, 3 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

„მსგავსს“ ვემხრობი. — მიხეილ მიწერა 21:19, 3 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
UNIX-подобная операционная система, Unix-like — ტირე არ უნდა იყოს? ე.ი. იუნიქსი-მსგავსი ( მაგვარი) ან როგორც რუსებს აქვთ იუნიქსი—მსგავსი ოპერაციული სისტემა (და არა საოპერაციო იხ. ოპერაციული სისტემა)--ცანგალა () 18:07, 7 მაისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მგონი, უნდა წამოვწიოთ ეს თემა კვლავ. მე გთავაზობთ ჰიბრიდს: UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემა. პირველი სიტყვა (UNIX) ინგლისურად უნდა დაიწეროს, ისევე როგორც ვიკიპედიების 90%-ში (მ.შ. იაპონურსა და ჩინურში) და ჩვენც ამ სახელწოდებით გვაქვს.— G.G. 17:06, 14 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ „Unix-მაგვარი ოპერაციული სისტემები“ კარგი იქნება (დეფისით იწერება), ხოლო ქართულად სავაჭრო ნიშნის თარგმნა საერთოდ მიუღებელია. --Waiper 14:49, 31 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემა მგონი საუკეთესო ვარიანტია. – BruTe () 16:19, 31 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
(ძალიან მომხრე) — G.G. 09:10, 1 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
რუსულიდან კალკირებულს ჰგავს სათაური. სავაჭრო ნიშანი სტილიზებული UNIX™ არის (დიდი ასოებით) და არასწორი იქნებოდა, მაგალითად, რუსებს რომ ეთარგმნათ, როგორც „ЮНИКС“, თუმცა საკუთარი სახელების თარგმნა სტატიებში მისაღებია. გვერდის სახელებს რაც შეეხება, სჯობს, რომ არ ითარგმნებოდეს საკუთარი სახელები. ჩემი ვარიანტებია: „Unix-ის მსგავსი ოპერაციული სისტემა“ (მხოლოდ პირველი ასო დიდი ასოთი, რადგან საკუთარი სახელია), ან უბრალოდ „Unix-ის მსგავსი“. კიდევ ერთი ნიუანსი: მიუხედავად იმისა, რომ თავად სულ „ოპერაციულ სისტემას“ ვიყენებდი, სწორი ტერმინი, ჩემი აზრით, იქნებოდა „საოპერაციო სისტემა“, ანუ სისტემა, რომელიც განკუთვნილია ოპერაციების შესრულებისთვის, უფრო აზრიანია. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ტერმინების განმარტებით ლექსიკონშიც ამ ფორმით არის განმარტული. — Mad Scientist განხილვაწვლილი 20:56, 16 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
@BRUTE: მადლობა. რომ დავუფიქრდი, ეს სათაური უფრო სწორია: „Unix-ის მსგავსი ოპერაციული სისტემა“. @GioGziro95: საოპერაციო თუ ოპერაციული: ამ საკითხზე იხ. განხილვა:ოპერაციული სისტემა. — G.G. 05:22, 18 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]