განხილვა:Camponotus desantii

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შარშან შემოდგომაზე მიმდინარეობდა დისკუსია და შემდეგ კენჭისყრაც იმაზე, თუ რა კრიტერიუმებით შეიძლება ჩაითვალოს ახალი სტატია ენციკლოპედიურად და არ წაიშალოს. სტატიაში როგორც მინიმუმ სამი წინადადება უნდა ყოფილიყო. გამონაკლისები დაიშვებოდა კომპლექსური ინფოდაფების შემთხვევაში. რამდენად პასუხობს ეს გვერდები ამ კრიტერიუმებს? - ალ-ო     @ 20:14, 18 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ესხლა ვნახე და გავეცანი ვიკიპედია:ყავახანა/2009/3#გამოკითხვა სტატიის მინიმალურ სიგრძესთან დაკავშირებით, აქ მიღებული გადაწყვეტიებით სტატია სამი წინადადების და ინფოდაფისგან უნდა შედგებოდეს, ამ სტატიაში სამი წინადადება არა არის. მგონი აღარ უნდა შეიქმნას მსგავსი ტიპის სტატიები.— ნიკა () 12:27, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა იმაშია, ორმ ეს წესი არ მიღებულა. ანუ განხილვა კი დაიხურა, მაგრამ წესი არ მიგვიღია. ჯერ-ჯერობით შევჩერებ ამ სტატიების შექმნას, და მერე ვნახოთ.— გიორგი, 12:29, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

P.S. მემგონი ჯობია ცენტრალიზებულად განვიხილოთ ეს საკითხი ფორუმზე.— გიორგი, 12:32, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

P.P.S. პორტუგალიური ვიკიპედია; ინგლისური.— გიორგი, 12:35, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ყველაზე ცუდი ის არის რომ ქართულ ვიკიპედიას ამდენი დაბალი ხარისხის სტატია დაუგროვდა (ეს მარტო ამ თემატიკას არ ეხება). პორტუგალიურის და ინგლისურის მაგალითად მოყვანა არ ივარგებს. ასეთი ტიპის სტატიები ჩემი აზრით მხოლოდ სტატიების რაოდენობის გასაზრდელათაა. რატომ არ მივიდა შარშანდელი კენჭისყრა ბოლომდე, მგონი საკითხის წამომჭრელს ეგ უნდა გაეკეთებინა მანდა მარტო შედეგების შეჯამებაღაა დარჩენილი— ნიკა () 12:42, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნიკა სამწუხაროდ ბევრი მასეთი საკითხია მიტოვებული ვიკიპედიაში ხმის ამომღები არავინაა და თუ ხმას ამოიღებ მერე დამნაშავეც გამოდიხარ ზოგიერთის ვაი-ლოგიკით. — ჯაბა ლაბაძე () 13:12, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

როდესაც, მე ვიყავი 2009 წლის ზაფხულის მე-2 ვიკიშეხვედრაზე, თუ არ ცვდები (და შეიძლება ვცდები კიდევაც), ალსანდრომ ან ვახომ თქვეს, რომ აი თუო ამ სტატიას ინფოდაფა აქვსო, მე ვერაფერს მოვთხოვო. ამას თუ წავშლით უამრავი ქვეყნის სტატია უნდა წავშალოთ, სადაც მარტო ინფოდაფაა და წინადადების სუნიც კი არ ასდის მას. მაგალითად : სოლომონის კუნძულები, აღმოსავლეთი ტიმორი, ვანუატუ და კიდევ სხვა მრავალი. მე ამ გვერდის წაშლის (წინააღმდეგი) ვარ--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 13:51, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაგიტომაც უნდა დაიწყოს მსგავსი ტიპის სტატიებზე ელემენტაური შესავლის გაკეთერბა მაინც, იმ განხილვაში ალსანდრომ სწორად აღნიშნა ინფოდაფებს შორისაც არის განსხვავება, ახლა შენს მიერ მოყვანილ სტატიებში ინფოდაფები საკმაოდ კოპლექსურია და მაგის მიხედვით რაღაცის გაგება მაინც შეიძლება, აქ კი ყველა ინფოდაფა ერთმანეთის იდენტურია და შიგნით თითქმის არაფერი არ წერია. სიმართლე გითხრა უკვე იმდენი ასეთი სტატია შეიქნა რომ წაშლის საკითხიც რომ დადგეს და ყველა ადმინისტარატორი ამ საქმეში ჩაერთოს კარგა ხანი ეს პრობლემა არ მოგვარდება. ეს არ ეხება მარტო ამ თემატიკას, საერთოდ ვიკიპედიაში უამრავი მსგავსი ტიპის სტატიაა. საერთოდ ხარისხზე რომ გამახვილდეს უფრო დიდი ყურადღება, ვიდრე რაოდენობაზე კარგი იქნება. ისიც მართალია რომ ყველა სტატია უმაღლესი დონის ვერ იქნება, მაგრამ ის ელემენტარულ ხარისხს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. ისე კარგი იქნებოდა შარშან ასე ფუჭად არ ჩაევლო მაგ განხილვას და შედეგი მიგეღოთ— ნიკა () 18:20, 1 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]