განხილვა:ქუდიანი ფეიქარა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეფექტური → ეფექტიანი[წყაროს რედაქტირება]

@MIKHEIL: ბოლო დროს შევამჩნიე ზემოაღნიშნული ცვლილებები სხვადასხვა სტატიებში. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ:

  1. ეფექტურ-ი (ეფექტურისა) წიგნ. ეფექტის (მნიშვ. 2) მომცემი, სასურველი შედეგის მომცემი, ქმედითი, შედეგიანი.
  2. ეფექტიან-ი (ეფექტიანისა) წიგნ. 1. ეფექტის (მნიშვ. 1) გამომწვევი, ძლიერი შთაბეჭდილების მომხდენი. 2. იგივეა, რაც ეფექტური.

ახლა ვნახოთ რას წერს იგივე ლექსიკონი ეფექტზე:

  1. ეფექტ-ი (ეფექტისა) ‛ლათ. effectus — „მოქმედება“ 1. ძლიერი შთაბეჭდილება, ზემოქმედება. [მაგ., „მოტანილმა ცოცხალმა მურწამ ისეთი ეფექტი მოახდინა მასპინძელზე, რომ კინაღამ ღვინოში არ ჩაგვახრჩო (ეკ. გაბ.)“]. 2. წიგნ. რისამე მოქმედება, გავლენა; შედეგი ამ მოქმედებისა, გავლენისა.

ამ სტატიაში სიტყვა ეფექტური გამოყენებული მქონდა სიტყვა „ეფექტის“ მეორე მნიშვნელობისათვის (მარტივად რომ ვთქვათ: „რასაც შედეგი მოაქვს“). ხოლო „ეფექტიანი“ უპირატესად აღნიშნავს მის 1-ლ მნიშვნელობას და ამ სტატიაშიც ძალიან ცუდად ჩანს. ასე იქნება ბევრ უკვე ჩასწორებულში და ხელახლაა გასასწორებელი. --გიო ოქრო 07:24, 29 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე ახალ წყაროებში კი პირიქით წერია. 1, 2, 3Mikheil მიწერა 21:26, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, კარგი იქნებოდა თავის დროზე გეპასუხა. გიო ოქრო 08:10, 3 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რომელი წყარო ამბობს, რომ ამ ფრინველს ქართულად „დიდი ნიღბოსანი ფეიქარა“ ჰქვია? საჭიროა, მიეთითოს. — Mikheil მიწერა 21:27, 2 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გადავიდა წყაროში დადასტურებულ სახელზე. სავარაუდოდ, დაწერის მომენტში ნომენკლატურულ ტერმინოლოგიაზე წვდომა არ მქონდა, თორემ იქ აუცილებლად ვნახავდი. P.S. რქიანი გუანი — ამასაც რომ მიეთითოს კარგი იქნება. გიო ოქრო 08:19, 3 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]