განხილვა:ფრენბურთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფრენბურთი — სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით) ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით. ფრენბურთის ისტორიის მკვლევარები ერთსულოვნად ადასტურებენ, რომ: 1. ფრენბურთის დაბადების წელია 1895; 2. დაბადების ადგილი – ქალაქი ჰოლიოკი, აშშ; 3. გამომგონებელი – უილიამ მორგანი, ამ ქალაქის კოლეჯის ფიზიკური კულტურის მასწავლებელი. XX საუკუნის დამდეგს ფრენბურთი გავრცელდა კანადაში.

ფრენბურთი საქართველოში ქართულ ფრენბურთს თითქმის ასწლოვანი ისტორია აქვს, ეს ისტორია კი 1926 წლიდან იწყება. ამ საქმეს მოთავეობდნენ მიხეილ ცხვედაძე, ლევან ფალავანდიშვილი, გრიგოლ იოსებაშვილი, ივანე ბაქრაძე, მიხეილ პეროვი. მოგვიანებით, ამ ჯგუფს შეუერთდნენ არჩილ წერეთელი, ალექსანდრე პაცკევიჩი, შალვა დიასამიძე, გიორგი ავალიშვილი, გიორგი საყვარელიძე და სხვები. პირველ ხანებში ბადის ნაცვლად იყენებდნენ ტანვარჯიშულ კიბეს, რომელსაც ბადის სიმაღლეზე ამაგრებდნენ. ახალი სახეობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს თბილისში 1927 წელს ჩამოსულმა მოსკოვის დრამატული თეატრის მსახიობებმა, რომლებიც კარგი ფრენბურთელები აღმოჩნდნენ და რამდენიმე საჩვენებელი მატჩიც გამართეს. ერთი წლის შემდეგ ჩატარებული ამიერკავკასიის ვაჟთა გუნდების პირველობა თბილისელებმა მოიგეს. 1930-იან წლებში ფრენბურთს ძირითადად ვერის ბაღისა და სპორტსაზოგადოება „პიშჩევიკის“ მოედნებზე თამაშობდნენ. იმავე პერიოდში ფრენბურთელთა გუნდები შეიქმნა ქუთაისში, სოხუმში, გაგრაში, ბათუმში, ცხინვალში, ფოთში, დიდ ჯიხაიშსა და ახალქალაქში. 1932 წელს მოეწყო საქართველოს პირველი ჩემპიონატი. შემდეგი წლიდან სსრკ პირველობაში ჩაება თბილისის კაცთა ნაკრები, 1935 წელს კი – ქალთა გუნდი.