განხილვა:ტბელი აბუსერისძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბუსერისძე ტბელი არ უნდა იყოს? აბუსერისძე გვარია, ტბელი ტიტული, ანუ ტბეთის ეპისკოპოსი და არა სახელი. მაგ ზოსიმე კუმურდოელი --M. განხილვაწვლილი 04:02, 12 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ზოსიმე კუმურდოელი - სახელი და ტიტულია ;). ტბელს კი ცოლიც ყავდა და ხუთი შვილიც. ტბელის ამ შემთხვევაში იური სიხარულიძის აზრით სახელია.-Surprizi განხილვაწვლილი 11:24, 3 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ტბეთის ეპისკოპოსების ტიტული იყო „მტბევარი“ და არა „ტბელი“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ტბელი“ მწერლის სახელია და არა ტიტული. თავად ავტორი წერს: „მე, აბუსერისძე ტბელი, ძე ერისთავთ-ერისთავისა ივანესი“ (ხელნაწერი A-85, 351r). თავის ცოლს ტბელ აბუსერისძე ასე იხსენიებს: „ჩემთა შვილთა დედამან, ბაგულ“ (A-85, 352v), რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორი აღკვეცილია ბერად და გაცილებულია ოჯახს.
ამგვარად, საკითხის ხელოვნურად გაბუნდოვნება არ არის საჭირო, მწერლის ანკეტური მონაცემები ცნობილია:
გვარი: აბუსერისძე
სახელი: ტბელი
მამა: ივანე
დედა: ხათუთა (მონაზვნობაში ეკატერინე). Ramaz Khalvashi 1970 განხილვაწვლილი 21:05, 25 დეკემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]