ზოსიმე კუმურდოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოსიმე კუმურდოელი (XI ს.) — საეკლესიო მოღვაწე, კუმურდოელი ეპისკოპოსი. კუმურდოს ტაძრის ერთ-ერთი აღმშენებელი.

ცნობები ზოსიმე კუმურდოელის შესახებ დაცულია კუმურდოს ტაძრის 964 წლის ორ წარწერაში. პირველი ამოკვეთილია ერთ გრძელ სტრიქონად ტაძრის დასვლეთის მონაშენის სამხრეთ კედელზე: ”ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მეფე და დედაი მათი მარიამ დედოფალი. აღეშენა შტოი ესე მეფობასა მათსა, მღვდელმთავრობასა ზოსიმე კუმურდოელისასა...”. წარწერაში დასახელებულია მეფე ბაგრატ IV (1027-1072) და დედამისი მარიამ დედოფალი.

ტაძრის მეორე წარწერა 9 სტრიქონად და ულამაზესი ასომთავრული დამწერლობითაა ამოკვეთილი ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარჯვნივ ჩასმულ ქვის ფილებზე. წარწერის მიხედვით, ზოსიმე კუმურდოელს შეუმკია ტაძრის საკურთხეველი - ბარძიმ-ფეშხუმი, ჯვარი და მაცხოვრის ხატი, რომელიც დაუმზადებია ოქრომჭედელ დავითს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ.ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1974 წ.
  • ვ. სილოგავა, კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბილისი, 1994 წ.