განხილვა:მილუოკი ბაქსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამას შეუცვალეთ სახელი რა, მილოუკ ბაქსი კი არა, მილუოკ ბაქსი უნდა ერქვას. --Beneto9 განხილვაწვლილი 19:43, 12 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია. და რაც შეეხება 'მილუოკს' - ეგეც არასწორია. როდესაც ასეთ სახელს ორიგინალში ბოლოს აქვს ხმოვანი, როგორც არის 'ი', ის ხმოვანი არ იკვეცა. მილუოკიში, მილუოკის, მილუოკიმ და ა.შ. უნდა იყოს. --H.McC. (მომწერეთ) 19:48, 12 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფიული ერთეულის სახელი რომ იყოს Milwalk - მაშინ იქნება 'მილვოკს, მილვოკზე, მილვოკში'. მაგრამ ჰქვია Milwaukee. --H.McC. (მომწერეთ) 19:51, 12 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამის მიხედვით: ck — (და არა ქ).--Saliner 08:02, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე ადრეც გვქონდა საუბარი, სად — არ მახოვს. ck კი არის კ, მაგრამ cks არის ქს, რადგან ქართულ ენაში კს ასოთა წყვილი არ არსებობს ერთ მარცვალში. ისევე, როგორც კტ. მაგ. ყველა ლოგიკით უნდა იყოს გალაკტიკა, მაგრამ ქართული ენის ე. წ. ჰარმონიული ბგერების წესის თანახმად იწერება გალაქტიკა. Deu. 08:09, 21 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]