განხილვა:თურქული ენები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგმნისას პრობლემები შემექმნა ზოგერთი ენის სახელთან დაკავშირებით. „ქაშგა(ი)ური“ (ან კაშგა(ი)ური ?) ენა გადასამოწმებელია. გარდა ამისა, დასადგენია ფორმების „არღუ“ (ან იქნებ „არგუ“?) და „ბულგარულ–თურქული“ (ასევე მოიხსენიებენ „პროტო-ბულგარული“, ან „ყივჩაღურ-თურქული“) მართებულობა. --pirtskhalava 06:50, 7 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ქსე (ტ. V, გვ. 27) ასე წერს: „წინარე თურქულიდან მომდინარეობს 2 შტო: საერთო თურქული და ბულგარული. ბულგარულისაა: ჩუვაშური და აწ მკვდარი — ვოლგისა და დუნაისპირეთის ბულგარული, ხაზარული.“ კიდევ, ქსე-ს მიხედვით „ყივჩაური“-ა. - Island 08:58, 8 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
ქსე-ში (ტ. 5, გვ. 207) ირანის მოსახლეობის შესახებ სტატიაში წერია „ყაშხაელები“. - Island 09:04, 8 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

თემურ, ამ შემთხვევაშიც არ ხართ მართალი. სწორია "თურქული ენები" (ინგ. Turkic languages; რუს. Тюркские языки) და არა "თურქმანული ენები". გადატანა არ უნდა გაგეკეთებინათ. აი, ამიტომ არის საჭირო წყარო. სად ნახეთ ასეთი ცნება – "თურქმანული ენები"? რომელ წყაროში? გადმოიტანეთ უკან, დაუბრუნეთ სწორი სახელი. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 15:16, 8 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში (ტ. V, გვ. 27) „თურქული ენები“. - Island (გ) 02:44, 9 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

2008 წელს გამოცემულ წიგნში „ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა" რევაზ გაჩეჩილაძე ამ ენებს თიურქულ ენებს უწოდებს. --მიხეილ () 22:40, 8 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქართულ ენაზე თუ არსებობს რაიმე სერიოზული, ან ნაკლებად სერიოზული სახელმძღვანელო, გთხოვთ სტატიის ბოლოს თავში "ლიტერატურა" მიუთითოთ.