განხილვა:ვირზაზუნა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლათ. Cricetinae — ზაზუნები და ლათ. Marmota — ზაზუნა? Marmota საერთოდ ციყვისებრთა ოჯახიდან არის და ესეც ითარგმნება, როგორც ზაზუნა? ლათ. Cricetus არის გვარი, რასაც ჰქვია ევროპული ზაზუნა, რომელიც Cricetinae ქვეოჯახში შედის. რაც შეეხება ზაზუნას დღეს, Groundhog Day-ს არასწორი თარგმანია. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 12:55, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვირზაზუნა (http://bio.dict.ge/ka/word/63951/marmot/)--149.3.73.14 17:14, 22 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
აქ ვიკითხე და იგივე წყარო მომაწოდეს. იმედია, სანდოა. გარდა ამისა, დამკვიდრებულიც ჩანს, ასე თუ ისე. თუმცა დაველოდოთ სხვა პასუხებსაც ჩემს პოსტზე. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 20:14, 24 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ლათინურ სახელს აღმომჩენი მეცნიერები არქმევდნენ და მას არანაირი კავშირი არ აქვს გრამატიკულ სისწორესთან. სტატიის სწორი სახელია ზაზუნა. გიო ოქრო 09:23, 25 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ახლა გადავამოწმე და ამ ლათინური სახელით ვირზაზუნა ჰქვია. ამიტომაც გვერდი წასაშლელია, რადგან არ ასახავს სათაურის შესაბამისობას. P.S. ზაზუნა მგონი ზაზუნისებრთა ოჯახის ერთ-ერთი გვარია. გიო ოქრო 10:01, 25 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ამის ტაქსოდაფის მიხედვით, ზაზუნისებრნი (Cricetidae) არის ოჯახის სახელი, ზაზუნები (Cricetinae) არის ქვეოჯახის სახელი, Cricetus კი გვარის ლათინური სახელია (ქართულად, ალბათ, უნდა ითარგმნოს, როგორც ზაზუნა), რომელიშიც ერთადერთი სახეობა, ევროპული ზაზუნა (Cricetus cricetus) შედის. ამ სტატიას რაც შეეხება, ინფორმაცია ზაზუნაზე არის თუ ვირზაზუნაზე, ვერ ვიტყვი, რადგან წყარო არ უწერია. Marmot და marmota კი არის ნახსენები, მაგრამ შესაძლოა, სტატიის რედაქტორებს ვირზაზუნა და ზაზუნა არეოდათ და ორივეზე იყოს ინფორმაცია. თუ მარტო ვირზაზუნაზე არის, შეიძლება უბრალოდ გადატანაც. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 19:04, 25 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
სტატია ნამდვილად არ ეხება ვირზაზუნას. რადგანაც იგი ზაზუნას ეხება და უკვე გვაქვს მსგავსი სტატია, ეს წასაშლელია. P.S. გვარის სახელი მრავლობითში უმჯობესია. ხო და კიდევ, მომავალში ზოოლოგიის შესახებ კითხვები თუ გაჩნდა, განხილვის გვერდზე მომნიშნე ხოლმე. ამ მიმართულებით დაინტერესებული ვარ და რაღაცეებიც გამეგება. ვიღიმი გიო ოქრო 19:19, 25 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ძირითადი ტექსტი არ ვიცი, მაგრამ შემდეგი ნაწილი ნამდვილად ეხება ვირზაზუნას:
1886 წლიდან ამერიკაში ალასკაზე 2 თებერვალს პირველად აღნიშნეს ზაზუნას დღე. ამ დღისით ზაზუნის გამოჩენა განსაზღვრავს, თუ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ზამთარი.
Groundhog Day-ში groundhog არის სახეობა ვირზაზუნას გვარიდან, ტყის ვირზაზუნა (რუს. Лесной сурок).
გვარის სახელი თუ მრავლობითში იქნება, ქვეოჯახის სახელი რაღა უნდა იყოს?
მადლობა! ვეცდები, მოგნიშნო ხოლმე. ვიღიმი
გიორგი გზირიშვილი ( · ), 12:07, 26 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ძირითადი ტექსტიც ვირზაზუნაზეა, რუსულიდან არის ნათარგმნი. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 12:13, 26 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვირზაზუნა არ ეკუთვნის ოჯახ ზაზუნისებრებს. იგი ციყვისებრებშია გაერთიანებული. მაშასადამე მოხსენიებული ქვეოჯახის სახელი იქნება ზაზუნები, ხოლო გვარისა ვირზაზუნა(ები), სადაც ყველა ვირზაზუნა იქნება გაერთიანებული. გიო ოქრო 15:19, 26 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეგ მეც ვთქვი. მგონი, არასწორად გაიგე, რას ვამბობ — სტატიის ტექსტი არის ვირზაზუნაზე და არა — ზაზუნაზე, მაგრამ სათაური აქვს არასწორი, ასე რომ უნდა გადავიდეს ვირზაზუნა-ზე და არსებული გვერდი გადამისამართდეს ზაზუნები-ზე ან წაიშალოს. ბიოლოგიური ტაქსონომიის საკითხებს რაც შეეხება, იქ ზაზუნაზე ვსაუბრობდი და არა — ვირაზუნაზე. თუ რამე კიდევ გაუგებარია, გადაიკითხე დისკუსია ზემოთ; მგონი, არ ვწერ გაუგებრად. თუ ამის შემდეგაც რამე გაუგებარი დარჩა მაინც, შეგიძლია, მკითხო, რა ვიგულისხმე. ვიღიმიგიორგი გზირიშვილი ( · ), 09:14, 28 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდაგიორგი გზირიშვილი ( · ), 13:16, 20 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
შენ მკითხე ქვეოჯახის სახელი. მეც გარკვრვით გიპასუხე! გიო ოქრო 10:14, 28 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
არა. მე ვთქვი: „Cricetus კი გვარის ლათინური სახელია (ქართულად, ალბათ, უნდა ითარგმნოს, როგორც ზაზუნა)“, რაზეც შენ მიპასუხე: „გვარის სახელი მრავლობითში უმჯობესია“, მე კი ამაზე გკითხე: „გვარის სახელი თუ მრავლობითში იქნება, ქვეოჯახის სახელი რაღა უნდა იყოს?“. აქ ქვეოჯახის სახელი გალინკული იყო ზაზუნების სტატიაზე, თუ დააკვირდი, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარი მქონდა ზაზუნებზე და აქ ვირზაზუნა არაფერ შუაშია. შენ მიპასუხე, რომ გვარის სახელი მრავლობითში უნდა იყოსო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შენდეგ ნაწილზე: „Cricetus კი გვარის ლათინური სახელია (ქართულად, ალბათ, უნდა ითარგმნოს, როგორც ზაზუნა)“, საიდანაც გამომდინარეობს, რომ შენ მეუბნებოდი, რომ Cricetus უნდა ითარგმნოს, როგორც ზაზუნები, რაც ემთხვევა ქვეოჯახის (ლათ. Cricetinaeზაზუნები) სახელს, ამის გამო გკითხე, ზემოაღნიშნული („გვარის სახელი თუ მრავლობითში იქნება, ქვეოჯახის სახელი რაღა უნდა იყოს?“). ვირზაზუნასთან ზემოაღნიშნული საერთოდ არ იყო კავშირში, რადგან ვირზაზუნა ზაზუნისებრებში საერთოდ არ შედის, ციყვისებრია. შესაბამისად, აქ კითხვა იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითარგმნოს Cricetus და Cricetinae, რადგან Cricetinae უკვე თარგმნილია, როგორც ზაზუნები და შენ რადგან თქვი, რომ გვარის სახელი მრავლობითში უმჯობესიაო, Cricetus ასევე გამოდის ზაზუნები.
რაც შეეხება ამ სტატიას, ეს სტატია არის ვირზაზუნაზე და არა — ზაზუნაზე; უბრალოდ არასწორი სათაური აქვს. ტექსტში ამის მინიშნებებიც არსებობს შემდეგი სიტყვების სახით: Marmot, Marmota; გარდა ამისა, სტატიის შინაარსი ემთხვევა ვირზაზუნას შესახებ რუსული სტატიის შინაარსს.
გიორგი გზირიშვილი ( · ), 10:41, 31 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]