განხილვა:დირკ კეიტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიდერლანდურად ამ ფეხბურთელის გვარი არის Kuijt. დ:უბგქ#ჰოლანდიური (ნიდერლანდური)-ის თანახმად, ui = ეი და ij = ეი. კეიტი უნდა იყოს ვგონებ... – BruTe () 23:22, 9 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

სამართლიანად ჰგონებ, ბრუტეჯან :)). გერმანულ ვიკიპედიაში წარმოთქმაც აქვთ მითითებული: [kœy̆t], რაც ქართულში შემოვა უცილობლად, როგორც კეიტი. Deu. 03:38, 10 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა --M. განხილვა[[სპეციალური:Contributions/M.|წვლილი], 03:55, 11 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

აშკარად იჩქარეთ ბიჭებო, მანდ მოცემულია, რომ ui შემოდის როგორც ეი, ij კი — ეი. შესაბამისად არვიცი ამ ორიდან რომელი წესით იხელმძღვანელეთ მაგრამ უნდა მიგეღოთ კიუეიტი ან კეიიტი, ეს ხუმრობით, სინამდვილეში კი ეს წესები წინააღმდეგობაში მოდიან და დ:უბგქ#ჰოლანდიური (ნიდერლანდური) ვეღარ გვეხმარება, გამორჩენილი აქვთ აშკარად ისევე, როგორც uu. მე შემდეგნაირად გავერკვიე: იგივე სიტუაცია uij რაც ჰოლანდიურად ასევე იწერება, როგორც uy, გვაქვს იოჰან კრუიფის შემთხვევაშიც (იმედია კრეიფზე არ გადავიტანთ:)))), რომელი სახელის გაქართულებაც თავის დროზე გაივლიდა პრესს. შესაბამისად საერთო სტანდარტში მოვაქციოთ, ასევე მსგავსი შემთხვევებია: კევინ დე ბრუინე, პატრიკ კლუივერტი და დანიელ ვან ბუიტენი.--GagaVaa განხილვაწვლილი 22:00, 16 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაგა-ვაა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი როგორ გამოითქმის, არ გადავიტანე და პატივი ვეცი კოლეგებს, მივეცი აზრის გამოთქმის საშუალება. არაა ლამაზი, როცა წერ წინამორბედთაგან განსხვავებულ აზრს (02:00, 17 ივლისი 2014‎) და ზუსტად ერთ წუთში აღასრულებ შენს პოზიციას მაშინ, როცა არავინ გეთანხმება ჯერ (02:01, 17 ივლისი 2014‎). გერმანიკული ენების თავისებურებები საკმაოდ კარგად ვიცი და, მიუხედავად იმისა, რომ Kuijt გამოითქმის დაახლოებით როგორც კოუტ, ქართულ ენაში ის შემოდის როგორც კეიტ, საერთაშორისო ტრანსკრიფციაა kœy̆t — აქედან პირველი და ბოლო ასოები საკამათო არაა, მეორე ასო ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ო-უმლაუტია, რომელსაც ბერძნულში ოი, რუსულში ჲო და ქართულში ე შეესაბამებიან. მესამე ასო კი, არის უ-სკენ წასული ი, რომელიც ცალსახად ქართულში არის ი. დღის ბოლოს დავაბრუნებ სწორ სათაურზე. Deu. 04:56, 17 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ცალსახად გეთანხმები, გამოთქმასთან დაკავშირებით მაგრამ ხშირად ქართულში შემოტანის ფორმები ხშირად განსხვავდება რეალური წარმოთქმისაგან, ამიტომ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ ვხედავ მიზეზს რის გამოც ახლანდელი სათაური არასწორად ჩაითვლება, ძალიან გასაგებად დავწერე ყველაფერი, ყურადღებით წაიკითხე მე დროს ვკარგავდი სანამ მაგ დასკვნას გამოვიტანდი და დავწერდი და რას ქვია დღის ბოლოს გადაიტან ვერ გავიგე??? მიწერია გასაგებად ერთდაიგივე შემთხვევები ბრუინე, კრუიფი, კუიტი, კლუივერტი, ვან ბუიტენი. თუ გგონია, რომ ქართულში ეს სახელები სხვანაირად უნდა შემოვიდეს არანაირი პრობლემა არ მაქვს საერთოდ. ვინაიდან დ:უბგქ#ჰოლანდიური (ნიდერლანდური) ვეღარ გვეხმარება მოიძიე რაიმე წყარო და გადავიტანოთ, რა პრობლემაა? კიდევ ერთხელ გასაგებად რომ გამომივიდეს ნათქვამი: ყველა ეს საკამათო გვარი (ბრუინე, კრუიფი, კუიტი, კლუივერტი, ვან ბუიტენი) გავასწორე ერთი საერთო ფორმით. ყველა შემთხვევაში სხვადასხვა ვერ იქნება. საპრობლემო რა არის საერთოდ?--GagaVaa განხილვაწვლილი 06:49, 17 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
„მე დროს ვკარგავდი სანამ მაგ დასკვნას გამოვიტანდი და დავწერდი და რას ქვია დღის ბოლოს გადაიტან ვერ გავიგე?“ — მე მოვიცადე, გაგაფრთხილეთ, თქვენ კი თქვენი დასკვნის გამოტანიდან ზუსტად ერთ წუთში გადაიტანეთ გვერდი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თანაც ისე, რომ სულ მცირე ეჭვიც არ გქონიათ, რომ ვიღაცამ თქვენზე მეტი დრო დაკარგა, სანამ წინა კომენტარებს დაწერდა... ანდა იქნებ ვიღაცამ თქვენზე მეტი იცის! თქვენს საყვედურს ვერ მივიღებ ვიღიმი.
ახლა რაც შეეხება uij დიფთონგს (სხვათა შორის uy დიფთონგიც), ესაა ძველებური ნიდერლანდური მართლწერით აბსოლუტურად იგივე, რაც თანამედროვე ნიდერლანდურში ui დიფთონგით გადმოიცემა. შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ წერის წესი; ყველა სიტყვაში, სადაც ძველად uij ან uy იყო, გადაკეთდა ui-დ. uij კი დარჩა მხოლოდ საკუთარ სახელებსა და გვარებში. გამოთქმა აბსოლუტურად იდენტურია. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, უამრავი სტატიაა ნიდერლანდური მართლწერისა და რეფორმის შესახებ ინტერნეტში.
რაც შეეხება გამოთქმას, ui ზუსტად შეესაბამება გერმანულ öi-ს, რაც ქართულ ენაში სამართლიანად შემოდის, როგორც ეი. ამაზე მგონი მე და თქვენ ერთხელ უკვე გვქონდა საუბარი. ui (ძვ. uij, uy) განსხვავდება ij-ისაგან, ეს უკანასკნელი არის სუფთა ეი. ჩვენი წესიც ძალიან გარკვევით და ნათლად გვეუბნება, რომ ui (ე. ი. uij და uy-ც) ქართულ ენაში შემოდის, როგორც ეი.
თქვენ მიერ მოყვანილი მაგალითები, სავარაუდოდ, გასასწორებელია — შეცდომით რომ ვხმარობთ ბევრ სიტყვას მეტყველებაში, მგონი ეს პირველად არ გვესმის არც მე და არც თქვენ ვიღიმი. Deu. 07:21, 18 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
დათო რაიმეზე შეგეკამათე??? გეუბნები ყველა სახელი გავასწორე ერთი ფორმით, 2x2 ხან 4 და ხან 5 ვერ იქნება, ახლა ყველგან არის ერთიდაიგივე თუ გინდა რომ გავაკეთოთ კრეიფი, კლეივერტი, დე ბრეინი, ვან ბეიტენი, კეიტი გავაკეთოთ, მაგრამ რაიმე წყარო მოვიშველიოთ და წესი ავამოქმედოთ ყველაზე, მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ გამოვა. რაც შეეხება იმას, რომ ამბობ uij, uy მოძველებული ფორმებია და ახლა ui იხმარებაო, მე სპეციალისტი არ ვარ მაგრამ ვუშვებ, რომ ცოტათი გეშლება. მე ეს გადატანა არც ისე ზეპირად გამიკეთებია, როგორც შენ გგონია, მეტნაკლები ინფორმაციები მოვიძიე ამ გვარებზე და იქ წერია, რომ ძველი ფორმაა uij-იანი ფორმები, ახალი კი uy-იანი ფორმები. კრუიფზეც დაბადების გვარი უწერია uij-ით შემდეგში კი uy-თ არის მოხსენიებული. ანუ შესაბამისად მგონია რომ ზოგადად uij ამოიცვალა uy-თ და არა ეს ორივე ui-თ. და საერთოდაც რა საკამათოა ვნახოთ ქსეში კრუიფი მემგონი უნდა იყოს მოხსენიებული და მაგის მიხედვით გავასწოროთ. გამოთქმასაც რაც შეეხება გუგლ ტრანსლს თუ ვენდობით საკმაოდ უსთან ახლოს მდგომ ბგერას გამოთქვამენ, ესთან სიახლოვე მე პირადად ნაკლებად დავიჭირე, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ö-ს რაც შეეხება, მაგაზე მართლაც კარგად ვისაუბრედ და მშვენიერი ინფორმაციაც შევიძინე შენგან, თუმცა მე ყურში ö მაინც არ მესმის, როგორც ე:), თუმცა ისევე მესმის როგორც ფრანგული e, აი ამათი u კი საერთოდ სხვანაირად მესმის:( --GagaVaa განხილვაწვლილი 17:13, 18 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მაპატიე, მაგრამ არ მეშლება :). უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ uij და uy საკუთარ სახელებში — გვარებში — კიდევ გვხვდება, საერთოდ კი მოძველებული ალტერნატიული ფორმებია და დღეს მის ნაცვლად (გარდა გვარებისა) ყველგან იწერება ui. გერმანული თუ იცი, წაიკითხე, გეთაყვა. ის გვარები, რომლის მიხედვითაც ამ სტატიის სათაური „შეასწორე“, თავადაა გასასწორებელი. Deu. 10:10, 27 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვნახე, რომ გვარებში uij ან uy ფორმა მოდის მოძველებული ფორმისგანო და ეს ყველაფერი ui-ს განმარტების ქვეთავის მსგავსი ფორმით იყო მიწერილი. შენ თვლი, რომ ეს ყველაფერი საკმარისია რომ მსგავსი დონის გადამისამართებები გავაკეთოთ? ქსე-ში ვნახოთ როგორაა შემოტანილი გვარები, სადაც uij და uy ფიგურირებს. მაგ კრუიფი. აქვე დავამატებ, რომ კლუივერტი არ არის მსგავსი შემთხვევა ბოდიშს ვიხდი, ანუ ამ შემთხვევაში არის kluivert და ნამდვილად შემოდის როგორც კლეივერტი:|--GagaVaa განხილვაწვლილი 06:54, 31 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაგა-ვაა, ჩემს ცოდნას ამოწმებ თუ ჩემს ნერვებს? : )) არ მიყვარს, როცა არ მენდობიან მაშინ, რომცა 100%-ით ვიცი. „შენ თვლი, რომ ეს ყველაფერი საკმარისია?“ — არა, გეთაყვა, შენი ეჭვი და მაქსიმუმ 15 წუთიანი გუგლ-ძიებაა საკმარისი! ქსე თუ გაქვს, ჩაიხედე, ნახე. მე არ მაქვს. Deu. 07:12, 31 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
დაბრუნდა სწორი სათაური, დირკ კეიტი. ერთი, ორი, სამი... Deu. 07:34, 31 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
დამშვიდდი ნამდვილად არ ვცდილობ არავის განერვიულებას, ბოდიშს ვიხდი ყველა ვარიანტში. გასაგებია შენი ლინკებით ირკვევ, რომ uij, uy მოძველებული ფორმებია და ui ახალი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეკითხვას: ეგ ნიშნავს იმას რომ მოძველებულ სტილზე დაწერილი გვარები მისი ახლებურად დაწერის ფორმით შემოვიტანოთ ქართულში? და მთავარი რასაც შენ გვერდს უვლი და აშკარად ჯიუტად გადაეკიდე ამ კუიტს — დანარჩენებს რა ვუყოთ? კევინ დე ბრუინე, იოჰან კრუიფი, დანიელ ვან ბუიტენი--GagaVaa განხილვაწვლილი 07:47, 31 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]
არ ვუვლი გვერდს, რამდენჯერმე ვთქვი: დანარჩენებიც გასასწორებელია. Deu. 11:32, 1 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კევინ დე ბრუინეს რაც შეეხება, აშკარად კევინ დე ბრეინე გამოდის, ისევე როგორ დირკ კეიტი და არა კუიტი. ყოველივე ჩვენი ჟურნალისტების დამსახურებაა, რომლებიც ამახინჯებენ როგორც ქალაქების, მსახიობების ისე სპორტსმენების გვარ-სახელებს. ნუ დავუშვებთ იგივეს ვიკიპედიაში. ქსე ახსენეთ და აი რა სურათია; სალომონ ვან რეისდალი (Salomon van Ruysdael, ქსე, უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი; uy იწერება როგორც ეი), აქვე იაკობ ვან რეისდალი (Jacob van Ruisdael, Jacob van Ruysdael; ქსე, უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი; ორივე შემთხვევაში ეი), შესაბამისად კევინ დე ბრეინე გამოდის, იგივე ითქმის ბუიტენზე. კრუიფი → კრეიფი. არ ვიცი შესაძლოა ფორუმში დავიწყოთ განხილვა რადგან როგორც ვიცი კრუიფია დამკვიდრებული, მაგრამ საერთო განხილვა არ გვაწყენდა, მერმე, რომ მოიხსნას ყველა შეკითხვა. ამ განხილვაში როგორც ჩანს, ნაკლები აქტიურობაა. - ოთოჯი განხილვა 10:55, 2 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ოთო, საერთო განხილვა მგონია, რომ არაა საჭირო. კარგად ვერკვევი ამ სფეროში, უცხოური წყაროებიც მოვიყვანე. შენ კი ქსე-ს სახით ქართულიც დაამატე, მადლობა. დამკვიდრებული შეიძლება არის, მაგრამ მასე კიოლნიცაა დამკვიდრებული კელნის ნაცვლად... უბრალოდ სტატიაში აღვნიშნავთ, რომ შეცდომითაა დამკვიდრებული ამ ფორმით. ვფიქრობ, გადასატანია უკვე ეს სახელები. Deu. 11:25, 2 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. გადავიტანოთ. ვარ მომხრე. - ოთოჯი განხილვა 11:52, 2 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო, კიდევ, რაც შეეხება uij (Ruysdael ან Ruijsdael, ქსე-ის ტ. 8. გვ. 342, წელი 1984) — იაკობ ვან რეისდალი. სადავოც მგონი არაფერია. ეს გვერდი აუცილებლად კეიტი-ზე რჩება, ხოლო დანარჩენი გავასწოროთ თამამად. ეს არის და ეს. - ოთოჯი განხილვა 12:04, 2 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
აქაც ჩავამატებ, რომ შემდეგშიც გაუგებრობა აღარ გვქონდეს. მადლობა, ოთო :). Deu. 06:03, 3 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფრის :). - ოთოჯი განხილვა 08:51, 3 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
ეს სულ სხვა საქმეა! მადლობა ოთო და მაინც კონკრეტულად კრუიფი ხომ არ არის ნახსენები ქსეში? შეიძლება (მხოლოდ მაგ შემთხვევაში) გამონაკლისად დარჩეს. კიდევ uu-ს შემოტანის პრობლემა გვაქვს იგივე ჰოლანდიურიდან, მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ იუ-დ უნდა შემოვიდეს, მაგრამ მტკიცე დასაბუთების გარეშე თავს ვიკავებ და ჯერჯერობით უ-დ შემოგვაქვს.--GagaVaa განხილვაწვლილი 20:52, 16 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
u და uu ერთმანეთის პოზიციური ვარიანტებია, ეგეთი წესია: გრძელი ხმოვნები ღია მარცვალში ერთი ასოთი იწერება, დახურულში — ორით; გამოთქმა აბსოლუტურად იგივე. კრუიფი არა მგონია გამონაკლისი იყოს. Deu. 05:57, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]
გაგა, აი ეგ არის, რომ მიჩვეულები ვართ დამკვიდრებულს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მცდარია. ყურია მიჩვეული და სხვაგვარად ვეღარ წარმოგიდგენია. სპორტში ამის უამრავი მაგალითია. ქსე-ში მხოლოდ ქართველი სპორტსმენების შესახებაა სტატიები. - ოთოჯი განხილვა 07:55, 17 აგვისტო 2014 (UTC)[უპასუხე]