განხილვა:დიდი გამყინვარება: დინოზავრების ერა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძალიან მაღიზიანებს, რომ ასეთი კარგი სიტყვაა, 'გამყინვარების პერიოდი' და ამ უცნაური ტენდენციის გამო იკარგება. იქნებ, მართლა გადავიტანოთ იმის სათაური? ვწუხვარ ფილმს Ice Age ჰქვია და არა რაღაც სხვა და სავსებით შეიძლება ალტერნატიული სახელების დამატებით იქვე სტატიაში მითითება. ვიღაცამ რამდენიმე კვირა გაუშვა კინოში და ამის გამო სათაურის მთელი არსი იკარგება. ვწუხვარ --H.McC. (მომწერეთ) 22:06, 12 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სხვადასხვა განხილვებში ცანგალას მიერ მოყვანილი არგუმენტები ძალიან არასწორია. მე მგონია, უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ორიგინალური სათაურის მთელი არსი იკარგება, მისი ასეთი სახით დამკვიდრება ცუდი ტენდენციაა. 'ჯაზში ქალიშვილების' ისტორია სხვა რამ არის, მით უმეტეს, იქ მთელი ათწლეულებია უკვე გასული, აქ კი კინოები გაუშვებენ 2-3 კვირით (ანიმაციურებს, პრინციპში, უფრო მეტ ხანს) და მერე მიდი და აუხსენი, რომ არასწორია. იგივე ეხება ამ ფილმს. სათაურის დამახინჯება არის მის თავდაპირველ შემქმნელთა იდეების დამახინჯება. მით უმეტეს, რომ მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველა ენაზე 'ზევით' ეწოდება. --H.McC. (მომწერეთ) 22:12, 12 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]