განხილვა:გორან ბრეგოვიჩი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გვახარიას რამდენიმე თვის წინათ გაუკეთებია სიუჟეტი რადიო „თავისუფლება“-ზე, სადაც გორან ბრეგოვიჩის ქართული მუსიკის ქურდობაზე ლაპარაკობდა-თურმე. ვინმემ იცის რაა მოპარული? ვინაა იურიდიული თვალსაზრისით ქართული ხალხური მუსიკის მფლობელი? რა მიიჩნევა იურიდიულადვე მოპარვად?

--Pirtskhalava 11:53, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ დისკუსია გერმანულ ვიკიპედიაში გორან ბრეგოვიჩის სტატიის განხილვის გვერდზე ერთ-ერთი სათაურით „არის გორან ბრეგოვიჩი ქურდი?“ ეს დისკუსია ვიკიში დღეს დაიწყო და შეგიძლიათ მასში მონაწილეობა მიიღოთ.

--Pirtskhalava 17:04, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, Pirtskhalava. მანდ დაგიწერეს - ასეთი საკითხები ვიკიპედიაში განსახილველი არ არის. ფორუმები არსებობს და იქ განიხილება. თუმცა ეს ყველაფერი ეხება ალბომის Silence of the Balkans კომპოზიციას Train, სადაც წინწყაროს ელემენტები ჟღერს. სამწუხაროდ, ალბომის ბუკლეტის ვრცელი ვერსია ვერსად ვნახე. შეიძლება, მასში აღნიშნულია, საიდან არის ეგ მელოდია. მეორეც, სიმღერა ხალხურია და საავტორო უფლებები კონკრეტულ პირს არ ეკუთვნის, შესაბამისად, ეს დისკუსია არაფერს არ გვაძლევს. კიდევ ერთხელ - ასეთი საკითხები არ განიხილება ვიკიპედიაში. --გიგი 19:42, 14 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გიგი, გმადლობ პასუხისათვის. გასაგებია რასაც მწერ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით გორან ბრეგოვიჩს მარტო ეს ერთი სიმღერა კი არ გადაუმუშავებია, არამედ მთელი რიგი ქართული ხალხური სიმღერებისა ლამის პირდაპირ, შეუცვლელად აქვსო გადატანილი. --Pirtskhalava 12:05, 17 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გადამუშავება მხოლოდ ტექსტის გამოცვლას არ გულისხობს.

შეგიძლიათ შეადაროთ;

--Pirtskhalava განხილვაწვლილი 12:33, 21 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰმ. მერე? როდინდელი ამბავია ეგ. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 12:55, 21 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]