გორან ბრეგოვიჩი
ვიკიპედიიდან
გორან ბრეგოვიჩი (Goran Bregović) (დ. 22 მარტი, 1950, სარაევო) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე კომპოზიტორი ბალკანეთიდან.
სახელი მოიხვეჭა გიტარისტობით საკუთარ როკ ჯგუფში ბიჟელო დუგმე, რომელშიც ბოსნიის სამივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული - მუსულმანები, ხორვატები და სერბები. საერთაშორისო მასშტაბით მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები მისი თანამოძმის ემირ კუსტურიცას ფილმებს უკავშირდება (ბოშების დრო, არიზონა - ოცნება, დედოფალი მარგო, მიწისქვეშეთი).

