განხილვა:ბი ჯიზი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეფისი მაინც არ უნდა ამას? - ალ-ო     @ 20:11, 10 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სხვათა შორის, ჩრდილო–აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ამას არ უნდა დეფისი, რადგან იგლისურად იწერება უდეფისოდ Bee Gees. მაგრამ უცხოენოვან ბმულებზე მითითება კი ნამდვილად უნდა. --Zolokin განხილვაწვლილი 00:08, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაქვს იდეა! შეიქმნას ახალი თარგი "უნდა დეფისი". ეს კიდევ უფრო დახვეწს ქართული ვიკიპედიის გრაფიკულ სახეს და აამაღლებს მის ხარისხს. --Zolokin განხილვაწვლილი 00:11, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

აი აქ კი მგონი ცდებით. არ ვიცი რატომ, მაგრამ ქართულში უცხოენოვანი ორსახელიანი ტოპონიმები ყოველთვის დეფისით შემოდის. შეადარეთ: ნიუ-იორკი. ალბათ რუსულის გავლენით, რუსულშიც ასეა. — დათო პასუხი 06:15, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
უი, უკაცრავად, მე ქალაქი მეგონა :) ჯგუფებთან როგორაა არ ვიცი. — დათო პასუხი 06:35, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მერე ეს ხომ ტოპონიმი არაა? — ჯაბა ლაბაძე () 06:36, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც მგონია რომ დეფის არ სჭირდება, ისევე როგორც მეფე-ლომს.— ნიკა () 07:56, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ შეიძლება დააზუსტეთ, მხოლოდ ტოპონიმებს სჭირდება დეფისი? ამასთან, ამ შემთხვევაში ლათინურად ხომ არ უნდა ეწეროს სახელი? - ალ-ო     @ 09:23, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ყველა უცხოური ტოპონიმი ქართულში დეფისით უნდა გადმოვიდეს (მაგ. ნიუ ორლეანი დეფისის გარეშე იწერება). დათომ სწორად შენიშნა, რომ ნიუ–იორკის შემთხვევაში ეს რუსულის გავლენით დამკვიდრდა ჩვენში. რაც შეეხება იმას, ლათინურად უნდა გადმოვიდეს თუ არა სახელი? მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ და აი, რატომ: Bee Gees ყველა იმ ენაზე, რომელსაც ლათინურენოვანი დამწერლობა გააჩნია (უმეტესი ევროპული, თურქული და სხვ.), ბუნებრივია, დაიწერება Bee Gees. მაგრამ იმ ენებზე, რომლებსაც აქვთ საკუთარი დამწერლობა, უნდა დაიწეროს ამ დამწერლობით. სხვა შემთხვევაში ეს იგივე იქნებოდა, რომ არაბულ, ებრაულ, ბერძნულ, სომხურ, ეთიპურ და სხვა ვიკიპედიებში სტატიის სათაური იწერებოდეს ლათინური სათაურით, რასაც ისინი არ აკეთებენ და სწორადაც. რაც შეეხება კირილიცას, საინტერესოა, რომ კონკრეტულად Bee Gees–ის შემთხვევაში რუსებს და უკრაინელებს ლათინური დამწერლობით აქვთ სათაური გატანილი, ხოლო ბულგარელებს კირილიცით, რაც მიანიშნებს არამყარ ტრადიციაზე და ნორმების არარსებობაზე. თუ ჩვენ ქართულ ვიკიპედიაში ლათინური ასოებით გავიტანთ ჯგუფების სათაურს, მაშინ ტოპონიმებმა, ან სხვა საკუთარმა სახელებმა რაღა დააშავეს? გარდა ამისა, ქართველი ინტერნეტმკითხველი ქართულ სტატიას ეძებს ქართული შრიფტით. თუ ჩვენ ლათინური დამწერლობით შევიტანთ სათაურს, ის ვერასოდეს მიაღწევს ქართული ვიკიპედიის ამ სტატიამდე, რადგან მას Bee Gees–ზე google–ში ამოუყრის ასიათასობით უცხოენოვან სტატიას. --Zolokin განხილვაწვლილი 10:25, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ნიკოლოზ, დ:გსგქ ამის მიხედვით ყველა ტოპონიმი ტირეთი იწერება. ნიუ-ორლეანიც მათ შორის. — ჯაბა ლაბაძე () 10:42, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

Zolokin-ს 100%-ით ვეთანხმები, ზუსად ის დაწერა რასაც მე ვფიქრობ. და მე მიმაჩნია რომ ლათინურად მხოლოდ ჯგუფის ალბომის სახელები უნდა დაიწეროს და მეტი არაფერი. ლათინური შრიფტით არ უნდა იწერებოდეს არც ჯგუფის სახელები და არც ფირმების სახელები. სწორედ ამას ვამბობდი განხილვა:მეტალიკაში.— ნიკა () 11:13, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რაც შეეხება ტოპონიმებს, დამრწმუნეთ. მართლაც, დაწერილობის ერთგვაროვნება ყოველთვის აჯობებს. უკაცრავად, მე ამერია უცბად: ცალკ–ცალკე იწერება მაშინ, როდესაც დასახელების ნაწილი ითარგმნება: "ახალი ორლეანი", "ახალი ზელანდია" და ა. შ. მადლობა, ჯაბა, სწორი შენიშვნისთვის.

რაც შეეხება ბი ჯისს, რას ფიქრობთ? უნდა დაიწეროს ლათინურად თუ ქართულად? ჩემი აზრი, ამასთან დაკავშირებით, ზემოთ დავწერე.--Zolokin განხილვაწვლილი 11:18, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მგონი აქაც იგივე შედეგი დაფიქსირდება რაც განხილვა:მეტალიკაში.— ნიკა () 11:21, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქართული ასოებით წერის წინააღმდეგი არა ვარ. მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რატომ „ბი ჯისი“ და არა „ბი ჯიზი“? (იხ. ru:Bee Gees თავში „Би Джиз“.) - Island (გ) 11:44, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია, იყოს ბი ჯიზი. ნიკას ნათქვამს კი მხოლოდ ნაწილობრივ ვეთანხმები. არ შეიძლება ქართულად ეწეროს ზოგიერთი ჯგუფის სახელი. ანუ ვთვლი, რომ არის გამონაკლისი სხვა ჯგუფებისათვის, რომელთა სახელი ადვილად ადაპტირებას გადის. მაგრამ ამავე დროს, წარმოგიდგენიათ ამერიკული ჯგუფის Presidents of the United States of America ქართულად დაწერილი სახელი? მე ვერ წარმომიდგენია. და არც წარმომიდგენია. მესმის, რომ ლედ ზეპელინის მსგავსი სახელები ადვილად იწერება, მაგრამ 1 წამით წარმოიდგინეთ სხვა ჯგუფების სახელები ქართული ტრანსკრიფციით - თუნდაც ეს სამი, რაც ქვევით წერია, ჯგუფების სახელებია:

  • Pretty Girls Make Graves - პრიტი/პრეტი გერლზ მეიკ გრეივზი?
  • Rock n Roll Worship Circus - როკ ენ როლ უორშიპ სერქასი?
  • Trachtenburg Family Slideshow Players - ტრახტენბერგ ფემილი სლაიდშოუ პლეიერსი?

ნილ იანგის, ბობ დილანის, ტომი აიომის და ა.შ. ანუ კონკრეტული სახელ გვარების გადმოყვანა ქართულ ტრანსკრიფციაზე ადვილია. ეს ყოველთვის უნდა ხდებოდეს. აი ასეთი ენისგასატეხი ჯგუფების სახელები კი ყოველთვის უნდა რჩებოდეს, როგორიც არის.

ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 12:59, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

Floydgeo, მასეთი ჯგუფის სახელზე არავინ არ იტყვის რომ ქართულად დაიწეროს, გამონაკლისი ნამდვილად უნდა იყოს მაგრამ ამან მასიური სახე არ უნდა მიიღოს და ისეთ ჯგუფებზე არ უნდა გავრცელდეს რომლის სახელის ქართული შრიფტით დაწერა შესაძლებელი იქნება. აი ბი ჯიზს, მეტალიკას და ა.შ რად უნდა ორიგინალში სახელის დაწერა ამას ვერ ვხვდები.— ნიკა () 13:14, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]