განხილვა:ბილ კლინტონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტატიასთან დაკავშირებული განხილვის სანახავად დააჭირეთ „ჩვენებას“.

ინგლისურში თუ არის წყაროები ამიტომ ქართულში საჭირო აღარაა? მაშინ რატომაა ფრანგულში, გერმანულში, ესპანურში, რუსულში... თუ ინგლისურად მინდა სტატიის წაკითხვა პირდაპირ ინგლისურ ვიკიპედიაში შევალ, მაშინ რაღად მინდა ქართული ვიკიპედია? ეს რა ლოგიკაა? ინგლისურიდან რომ თარგმნეთ იმას წყარო ხომ ჰქონდ მითითებული? ამხელა ტექსტი თუ თარგმნეთ ბარემ წყაროებიც გადმოგეტანათ. ან სხვაენოვან ვიკიპედიებში არის სპეციალური თარგი – გადმოთარგმნილია ამა და ამ ვიკიპედიისან. შექმენით მაშინ ესთარგი და ჩასვით. საერთოდ წყაროს მითითება არ არის სწორი. ამას მოითხოვს ვიკიპედიის წესები. წყარო უნდა იყოს გადამოწმებადი. რამდენჯერაც ამოიღებთ, იმდენჯერ ჩავსვამ, იმიტომ რომ ამას მოითოხვს ვიკიპედიის პოლიტიკა: ვიკიპედია:გადამოწმებადობა:

პოლიტიკა[წყაროს რედაქტირება]

  1. სტატიები უნდა შეიცავდეს მასალას, გამოქვეყნებულს სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ.
  2. რედაქტორებმა სტატიაში ახალი მასალის დამატებისას უნდა მიუთითონ სანდო წყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ დააყენებენ და წაშლიან.
  3. სანდო წყაროს მითითების ვალდებულება აკისრია რედაქტორს, რომელსაც მასალის დამატება სურს, და არა მას ვინც ამ მასალას შლის.

--Zolokin განხილვაწვლილი 20:40, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრი დავაფიქსირე აქ და აქ. თქვენგან არ მიკვირს ასეთი პოზიცია, რადგან შედარებით ახალი მოსული ხართ და კარგად არ იცნობთ ვიკიპედიის ტრადიციებს. ჩემი აზრით, ვიკიპედიის მთავარი სიმდიდრე ინგლისურიდან (ასევე სხვა ვიკიპედიებიდან) ნათარგმნი პატარა სტატიებია, რომელთა შესახებ ქართულ ენაზე სხვა ინფორმაცია არ არსებობს. თუ ძალიან გაღელვებთ წყაროები შეგიძლიათ ინგლისურ ვიკიპედიაში ნახოთ და გადმოიტანოთ. სანამ ქართულ ვიკიპედიაში არ იქნება ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული თარგი:წყაროს ამ სტატიიდან ამოვიღებ. P.S. თქვენ და ასეთ სტატიებში თარგი:წყაროს ჩასმის სხვა მხარდამჭერებს გთავაზობთ ფრანგულ ვიკიპედიის ამ დაუსრულებელ სტატიებს გადახედოთ - [1], [2], [3], [4], [5]], [6], [7] და სხვა.— ოთარი () 08:07, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თარგს წყარო დავაბრუნებ ვიკიპედიის წესების მოთხოვნის თანახმად, თქვენ კი გირჩევთ |ბილ კლინტონზე ფრანგულ სტატიას გადახედოთ, სადაც წყაროებიცაა მითითებული, ბიბლიოგრაფიაც, ინტერნეტ რესურსებიც და სქოლიოებიც არის ცალკეულ აბზაცებთან (ნახევარზე ოდნავ ნაკლები ინგლისურად). თუ ასე განაღვლებთ ეს ამ სტატიის ბედი, გადმოიტანეთ ინგლისურიდან ლიტერატურის სია და ჩასვით აქ და ამით დასრულდება ეს საკითხი.

--Zolokin განხილვაწვლილი 14:43, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა თარგში მითითებული საიტი არ არის წყარო? — ჯაბა ლაბაძე () 14:45, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იგივე რომ გაეკეთებინა მომხ. Ventusa–ს, რაც ჯაბამ გააკეთა, პორბლემაც არ შეიქმნებოდა. ხელოვნურად ვქმნით პრობლემას და მერე გმირულად ვლახავთ მას.--Zolokin განხილვაწვლილი 15:00, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენი პასუხი ბილ კლინტონის ფრანგულ სტატიასთან დაკავშირებით ცოტა არაადეკვატურია. სტატია ბილ კლინტონი ფრანგულ ვიკიში საკმაოდ დიდია (დასრულებულ სტატიას წააგავს) და შესაბამისად წყაროები აუცილებელია. მე შეგნებულად პატარა სტატიების მაგალითები მოვიყვანე. ანუ პატარა დაუსრულებელ სტატიებშიც სასურველია, მაგრამ არა აუციელებელი. აი კიდევ მაგალითები ამჯერად პოლონური ვიკიდან, სადაც პატარა სტატიებში, რომლებსაც წყაროები არ აქვს მითითებული, თარგი:წყაროს მაგვარი რამ არ აქვთ ჩასმული - [8], [9], [10], [11], [12], [13], [14] და უამრავი სხვა. ამ მაგალითებით ნათელი ხდება, რომ ორ-სამ აბზაციან უცხოური ვიკიპედიიდან ნათარგმნ დაუსრულებელ სტატიებში თარგი:წყაროს ჩასმა არ არის საჭირო. მეც გავაკეთებდი იმას, რაც ჯაბამ გააკეთა, თქვენ მარტო ამ სტატიაში რომ ჩაგესვათ თარგი და სხვაგან მის ჩასმას არ აპირებდეთ. ანუ მე პრინციპს, ასეთ სტატიებში მაგ თარგის ჩასმას, არ ვეთანხმები. P.S. თქვენ კომენტარზე გმირობასთან დაკავშირებით შეგნებულად კომენტარს არ გავაკეთებ. — ოთარი () 16:03, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენი ნებაა რაზე გააკეთებთ კომენტარს და რაზე არა. საქმე სხვა რამაა: მაჩვენეთ ერთი წესი მაინც ვიკიპედიის (ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული და სხვა), სადაც დიფერენცირებულია მიდგომა "პატარა" და "დიდი" სტატიების მიმართ ზოგადად და, კერძოდ, წყაროებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი თქვენი პირადი აზრია და მას ვიკიპედიის წესებთან არავითარი კავშირი არ აქვს. პოლონური კი არა, ნებისმიერი ვიკიპედიის წყაროს გარეშე სტატია მაგალითი კი არა, ანტიმაგალითია, რადგან ისინიც ეწინააღმდეგებიან წესებს. ყავახანაში უკვე ვწერდი ამაზე და თუ ნახავთ, კარგი იქნება, მივუთითე ჩეხური ვიკიპედიის (და ალბათ სხვაგანაც არის ეს პრაქტიკა) მაგალითი, სადაც სპეციალური თარგია შექმნილი: "ეს სტატია ნათარგმნია ინგლისური ვიკიპედიიდან". თუ წაიკითხავთ ამ განხილვას და თუ შექმნით მსგავს თარგს ქართულშიც, ეს იქნება მისასალმებელი. --Zolokin განხილვაწვლილი 22:37, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენი კომენტარები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ კარგად არ იცნობთ ვიკიპედიის ტრადიციებს. დაუსრულებელი სტატია თავისთავად გულისხმობს სქოლიოს და დასრულებული სტატიისთვის აუცილებელი სექციების შესაძლო არ ქონას. ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკეები და ნუ მივიჩნევთ იმას წესების დარღვევად რაც ჩვენზე 20-ჯერ უფრო დიდი ვიკიპედიებისთვის ჯერჯერობით ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითებით ის ნამდვილად მტკიცდება, რომ ბილ კლინტონის მსგავს სტატიებში თარგი:წყარო არ უნდა ჩაისვას. და საერთოდ მე თარგი:წყაროს ჩასმით ვიკიპედიის უმრავლესი (პატარა) სტატიის წასაკითხად უვარგისად გახდომის წინააღმდეგი ვარ და არა სტატიებში, თუნდაც პატარებში, წყაროების მითითების. წარმოიდგინეთ 2 წლის წინ ინგლისურიდან ნათარგმნი ორ აბზაციანი საინტერესო სტატია, რომელშიც ყველაფერი სიმართლე წერია და უცებ მასში ისმება თარგი, რომელშიც წერია მალე შეიძლება ინფორმაციის საეჭვოობის გამო წაიშალოსო. ანუ ამ მომენტიდან ეს სტატია მკითხველისთვის უვარგისია (დიდი ალბათობით წლობით ამ მდგომარეობაში დარჩება). თუ ვიკიპედიელების უმრავლესობა გადაწყვეტს დაუსრულებელ სტატიებში სქოლიოს აუცილებლობას, მაშინ ამ სტატიებში (სადაც შესაძლებელია ანუ უცხოური ვიკიპედიებიდან შემოტანილებში) წყაროების მითითება უნდა დაიწყოს და არა მათი თარგი:წყაროთი გაუფასურება. რაც შეეხება ჩეხური ვიკიპედიის მსგავსი თარგის შექმნას, საინტერესო იდეაა, თუმცა ამ ეტაპზე მე მისი შექმნის მხარდამჭერი არ ვარ. — ოთარი () 19:01, 15 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რუსული ვიკიპედიიდან[წყაროს რედაქტირება]

Материал без источников

Участники Википедии часто вставляют в текст в качестве фактов высказывания, которые они где-то слышали или читали, но не могут точно вспомнить, где именно. Например, высказывания Мы используем возможности мозга только на 10 % или 25-й кадр является мощным средством воздействия в рекламе, несмотря на широкое распространение, фактами не являются. Предыдущее предложение тоже не является фактом, поскольку здесь не указан источник достоверной информации, в котором было бы заявлено, что это не так. Для подобных высказываний очень важно найти достоверный источник информации, иначе другие участники (и читатели) могут усомниться в их достоверности и предпринять некоторые действия. Если вы внесли информацию в статью, то ответственность за подтверждение её источниками лежит на вас. Никто не должен доказывать вам, что внесённая информация неверна, это вам следует подтвердить её источниками информации.

Когда не нужны источники

В некоторых случаях предоставление источников не требуется или даже является нежелательным. В частности, не следует требовать подтверждения общеизвестных фактов. В статьях, посвящённых произведениям искусства (фильмам, книгам и т. п.), а также компьютерным играм, нет необходимости подтверждать дополнительными источниками информацию, которая содержится в самом предмете статьи. Однако, если речь идёт о каких-либо фактах, о которых нельзя узнать из данного фильма или игры, источник должен быть приведён. Также не обязательно подтверждать ссылками данные, которые любой может легко проверить — количество этажей в ныне существующем памятнике архитектуры, содержание рисунков на находящихся в обращении денежных купюрах и т. п.

ინგლისური ვიკიპედიიდან[წყაროს რედაქტირება]

ინგლისური ვიკიპედიდან წესი გვეუბნება, რომ ცოცხალი ადამიანის ბიოგრაფია წყაროს გარეშე ან/და წყაროებით ღარიბი – მყისიერად უნდა იქნეს წაშლილი:

Biographies of living persons Main page: Wikipedia:Biographies of living persons#Reliable sources Editors must take particular care when writing biographical material about living persons, for legal reasons and in order to be fair. Remove unsourced or poorly sourced contentious material immediately if it is about a living person, and do not move it to the talk page. This applies to any material related to living persons on any page in any namespace, not just article space.

მთავარი სტატია იხილეთ აქ: Wikipedia:Biographies of living persons

Remove unsourced or poorly sourced contentious material See also: Wikipedia:Libel Policy shortcut: WP:GRAPEVINE

Remove immediately any contentious material about a living person that is unsourced or poorly sourced; that is a conjectural interpretation of a source (see No original research); that relies on self-published sources, unless written by the subject of the BLP (see below); or that relies on sources that fail in some other way to comply with Verifiability. Note: although the three-revert rule does not apply to such removals, what counts as exempt under BLP can be controversial. Editors who find themselves in edit wars over potentially defamatory material about living persons should consider raising the matter at the BLP noticeboard instead of relying on the exemption.

Administrators may enforce the removal of clear BLP violations with page protection or blocking the violator(s), even if they have been editing the article themselves or are in some other way involved. In less clear cases they should request the attention of an uninvolved administrator at Wikipedia:Administrators Noticeboard/Incidents.

წყაროს გარეშე ცოცხალი ადამიანის ბიოგრაფიაში ცნობების შეტანა განიხილება ვანდალიზმად და ადმინისტრატორი ვალდებულია მიიღოს სასწაროფ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. ...

იმდია მთლიან თარგმანს არ მომთხოვთ.--Zolokin განხილვაწვლილი 19:27, 15 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენ ისევ რომის პაპზე უფრო კათოლიკობას აპირებთ. მშრალი წესების გადმოწერას ჯობდა იმაზე გაგეცათ პასუხი რაც თარგი:წყაროთი ნახევარი ვიკიპედიის გავსებას მოყვება. ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითების შემდეგ ყველა სტაჭიანი (და არა მარტო) ვიკიპედიელი კარგად მიხვდებოდა, მე რაზე ვსაუბრობ. თქვენთან ამ საკითხზე კამათს მოვრჩი, რადგან ვატყობ უშედეგოა.— ოთარი () 07:30, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ოთარს და ვიზიარებ მის მოსაზრებებს. უცხოურ ვიკიპედიებს ბევრი სხვა წესიც აქვთ, მაგრამ მათი პირდაპირი გადმოწერა წესად არ ითვლება, ამაზე მსჯელობა და განხილვა უნდა წავიდეს რომ ოფიციალურ წესად იქნას მიღებული. რაც თქვენ ახლა ბიოგრაფიულ სტატიებზე დაწერეთ ეს ყველაფერი უბრალოდ სრულ კონტექსტს არ შეესაბამება, თქვენ ამ თარგს სხვა მრავალ პატარა სტატიაშიც სვამთ და თავს წესების დამცველად მიიჩნევთ, სინამდვილეში ერთ უმნიშვნელოვანეს წესს რომ არღვევთ ეგ თუ იცით?, (მომხმარებელს არ ატყობინებთ ამის შესახებ) მე გითხარით თქვენ მაგრამ სამწუხაროდ იმის შემდეგ თქვენს ქმედებაში რამე რომ შეცვლილიყო რაღაც ვერ ვატყობ, თქვენ მხოლოდ ცანგალას უთითებთ უწყარო სტატიებს. თქვენი ეს ქმედება ამართლებს იმ გამოთქმას, რომლითაც ხშირ შემთხვევაში უსამართლო ამკობენ ქართულ ვიკიპედიას მისი საეჭვო კომპეტენტურობაზე. სინამდვილეში კი აქ არსებული სტატიების უმრავლესობა ნათრგმნია, ჩვენი კოლეგა დიდი ვიკიპედიებიდან. რაც შეეხება ჩეხური ვიკიპედიის მაგალითს, ეგ ყველაფერი გახდება მომავალი კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარი წყარო.— ნიკა () 07:51, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელო ოთარ, მე თქვენთან კამათი არ დამიწყია, თქვენ დაიწყეთ და თქვენვე მორჩით, რაც მისასალმებელია.--Zolokin განხილვაწვლილი 14:34, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
1. ნიკა, უცხოური ვიკიპედიიდან სტატიის თარგმნა გინდათ და წესის არა? უცხოურ ვიკიპედიებს ბევრი სხვა წესიც აქვთ – რას ნიშნავს ეს? უცხოურ ვიკიპედიაში ბევრი სულელური სტატიაც იწერება და მე რა ვიცი თქვენ რას თარგმნით? სად ვარკვიო ეს სისულელეა თუ სიმართლე? საიდანაც გინდა თარგმნეთ, მაგრამ მიუთითეთ წყარო და საძებნელიც არაფერი მექნება. 2. სინამდვილეში ერთ უმნიშვნელოვანეს წესს რომ არღვევთ ეგ თუ იცით?, (მომხმარებელს არ ატყობინებთ ამის შესახებ) – ხომ ვერ მიმითითებთ ამ უმნიშვნელოვანეს წესს თავის ციტირებით? 3. მე გითხარით თქვენ მაგრამ სამწუხაროდ იმის შემდეგ თქვენს ქმედებაში რამე რომ შეცვლილიყო რაღაც ვერ ვატყობ – სამწუხაროდ თქვენი ნათქვამის სარწმუნოობაში ეჭვი შემეპარა და ამიტომაც "ვერ ვატყობ" ჩემ "ქმედებაში რამე რომ შეცვლილიყო". 3. თქვენ მხოლოდ ცანგალას უთითებთ უწყარო სტატიებს – ცანგალამ მთხოვა ამის შესახებ და მეც პატიოსნად ვასრულებ ჩემ დაპირებას. იმიტომ რომ ვიცი, ეს სტატია ნამდვილად ცანგალას სტატიაა, სადაც ვერ გაიგებ ვისია, ან მისი პირველი შემქმნელი დღეს აქტიური თუ აღარაა ვის უნდა შევატყოებინო ხომ ვერ ამიხსნით? --Zolokin განხილვაწვლილი 14:34, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერთან ერთად მეხსირებაც გღალატობთ მომხმარებელო Zolokin, პირველი თქვენ მომწერეთ ჩემს განხილვის გვერდზე.— ოთარი () 15:09, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
შემიძლია დაგამშვიდოთ, არც მეხსირება მღალატობს და არც სხვა "ყველაფერი", რაც შემიძლია სათანადოდ დაგიმტკიცოთ კიდევაც. მე თვენთან კამათი არ დამიწყია, მე უბრალოდ მიგითითეთ, რომ წყაროს გარეშე ინფორმაციის შემოტანა პლაგიატია და სხვა არაფერი. მომყავს ციტატა ჩემი თქვენდამი შეტობინების:
ვიკიციტატა
„ბოდიში რომ სექციად გამოვყავი უკითხავად. სტატია დიდია თუ პატარა, ამას არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს. ვიკიპედიის პოლიტიკა მოითხოვს გადამოწმებადი წყაროს მითითებას და არ აზუსტებს ეს ხდება დიდი თუ პატარა სტატიების შემთხვევაში. თარგი თუ აუფასურებს შინაარსობრივ ინფორმაციას, მაშინ სტატია წასაშლელია. თუ შინაარსობრივი ღირებულება სტატიისა ღირებულია, მაშინ რატომ არ აქვს ამ ღირებულ ინფორმაციას წყარო? საიდანრაც ხომ აიღეთ ეს ინფორმაცია? რატომ არ გინდათ მიუთითოთ ამ ინფორმაციის წყარო? ჩვეულებრივ ამას პლაგიატს ეძახიან. პატივისცემით. --Zolokin განხილვაწვლილი 20:48, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)“

Zolokin განხილვაწვლილი 15:19, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კომენტარი ზედმეტია — ოთარი () 15:30, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
დასტურ!--Zolokin განხილვაწვლილი 15:31, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
Zolokin მე პირადად რა მინდა და რა არა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც უნდა იმან თარგმნოს ნებისმიერი წესი მაგრამ, მანამდე ამ წესის განხილვა უნდა წავიდეს, აბა მითხარით ის წესი რაც ინგლისური ვიკიპედიის სტანდარტებს არის მორგებული, სადაც დღეში მინიმუმ ერთ სტატიას ათასობით რედაქტორი ამუშავებს, იგივე წესი ქართულისთვის რამდენად მისაღები იქნება. თარგი წყაროს მითითების წინააღმდეგი მე არ ვარ მაგრამ გასათვალისწინებია სხვა ბევრი რამ, მაგალითად ის რომ ამ ქმედებით ქართული ვიკიპედიის ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო განულდება, ოთარის თქმის არ იყოს აბა ვინ ენდობა ისეთ სტატიას რომლის თავშიც წერია რომ ინფორმაციის არასანდოობის გამო შეიძლება წაიშალოს, არადა ამ დროს ეს სტატიები აბსოლუტურ სიმართლეს ასახავენ. თუ ეგრე გაინტერესებთ სტატიის წყარო, მაგისთვის მომხმარებელს უნდა შეატყობინოთ, აბა ისე ვინ მიხვდება რომ მის დაწერილ სტატიაში თარგი წყარო არის ჩასმული?. თუ კარგად დაუკვირდებოდით {{წყარო}}-ს მის ბოლოს წერია:
გთხოვთ ჩაუსვათ სტატიის ძირითად ავტორს შემდეგი შეტყობინება - {{subst:წყაროს მითითება|წყარო}}
, ისე საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე თუკი ეჭვი შეგეპარათ ჩემს ნათქვამში მაშინ რაღატომ დამეთანხმეთ?. თქვენ წესს უნდა დაემორჩილოდ განურჩევლად ყველას უნდა შეატყობინოთ ეს ინფორმაცია. დავიჯორო მომხმარებელი:Dawid Deutschland, იმდენად არააქტიური წევრია, რომ მისთვის ფერეიდუნ შაჰრის შესახებ არ უნდა შეგეტყობინებინათ?.— ნიკა () 16:02, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
1. ვისაც უნდა იმან თარგმნოს ნებისმიერი წესი მაგრამ, მანამდე ამ წესის განხილვა უნდა წავიდეს – თუ არ ითარგმნა წესი, განხილვაც ვერ "წავა". 2. იგივე წესი ქართულისთვის რამდენად მისაღები იქნება – წესი წყაროს მითითების შესახებ საერთოა ყველა ვიკიპედიისთვის, მაგრამ მისი დეტალები განხილვის შედეგად მოერგება ქართულ რეალობას. მაგრამ შეიძება არც მოერგოს ქართული ვიკიპედიის სტანდარტების ამაღლებისა და დახვეწის მიზნით. 3. ამ ქმედებით ქართული ვიკიპედიის ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო განულდება, ოთარის თქმის არ იყოს აბა ვინ ენდობა ისეთ სტატიას რომლის თავშიც წერია რომ ინფორმაციის არასანდოობის გამო შეიძლება წაიშალოს – და ვინ ენდობა ისეთ სტატიას, რომელსაც წყარო საერთოდ არ აქვს მითითებული? გინდაც იყოს მასში თარგი და გინდაც არა? სერიოზული მკითხველი წყაროს გარეშე სტატიას არ უნდა ენდოს. ჯაბასი არ იყოს, ჩაესვა ოთარს ის წყაროები რაც ჯაბამ ჩასვა, მგონი არც ისე რთული აღმოჩნდა ამის გაკეთება. თუ არადა ჰკითხეთ ჯაბას. ქართული ვიკიპედიის სანდოობაზე ზრუნვამოითხოვს სწორედ სტატიებში წყაროს მითითებას. აბა ისე ვინ მიხვდება რომ მის დაწერილ სტატიაში თარგი წყარო არის ჩასმული? – აბა ცანგალა როგორ მიხვდა, რომ მის დაწერილ სტატიაში თარგი წყარო არის ჩასმული? გარდა ამისა, არსებობს კატეგორია სტატიები წყაროს გარეშე, სადც შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი დასახელებები. გიო13–მა რამდენიმე სტატიაში მეც ჩამისვა წყარო და უკატეგორიო (ძალიან ბევრში), მაგრამ სრულებითაც არ მწყენია, ჩემი სტატიების თვალიერებისას ვასწორებდი ამ ხარვეზებს და გიორგისაც მადლობას ვუხდიდი, რომ მიმითითა. 4. ისე საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე თუკი ეჭვი შეგეპარათ ჩემს ნათქვამში მაშინ რაღატომ დამეთანხმეთ? – ვერ მივხვდი რისი თქმა გინდათ, მოვლენები ვიცი მე ბუნების და ასე შემდეგ აქ რა მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე? "გთხოვთ ჩაუსვათ სტატიის ძირითად ავტორს შემდეგი შეტყობინება" ეს არამარტო იმას ეხება, ვინც თარგი წყარო ჩასვა, არამედ იმასაც, ვინც ასეთი სტატია ნახა. შეიძლება მე რამე გამომრჩეს და ეს არ ნიშნავს, რომ ეს თქვენ არ გამოასწროთ. ნახეთ სტატია წყაროს გარეშე? იცით რომ დათო დოიჩლანდი მოქმედი მომხმარებელია? კეთილი ინებეთ და შეატყობინეთ თუ სტატიაზე გული შეგტკივათ. გარდა ამისა, წესსა და თარგის სიტყვებს შორის "გთხოვთ შეატყობინოთ", დიდი განსხვავებაა. ასეთი წესი არ არსებობს, ეს რეკომენდაციაა. თქვენ კი მას "უმნიშვნელოვანეს წესის დარღვევას" უწოდებთ. თუ სხვა რომელიმე წესი იცით, სადაც არშეტყობინება "უმნიშვნელოვანეს დარღვევათა" რიცხვშია? ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი: დაუშვებელია იმ ტექსტების და გრაფიკული მასალების პუბლიკაცია, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით. სტატიის წერისა და რედაქტირების დროს აუცილებელია მიუკერძოებულობა, ნეიტრალური თვალსაზრისის შენარჩუნება. ამ პრინციპის თანახმად, სტატიის საგანზე არსებული ყველა სადავო შეხედულება ამავე სტატიაში უნდა აისახოს. ან იქნებ მომხმარებილისთვის შეტყობინება მეექვსე პილასტრად დაგვემატებინა აქ – ვიკიპედია:ხუთი პილასტრი?

--Zolokin განხილვაწვლილი 16:32, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დასტურ კი არა თქვენზეა ნათქვამი ენას ძვალი არ აქვსო. ახლა იმას ამტკიცებთ, რომ თურმე მე დამიწყია თქვენთან (Zolokin-თან) კამათი. ზემოთ ირონიით რომ წერთ: ჯაბასი არ იყოს, ჩაესვა ოთარს ის წყაროები რაც ჯაბამ ჩასვა, მგონი არც ისე რთული აღმოჩნდა ამის გაკეთება. თუ არადა ჰკითხეთ ჯაბას. ბარემ თარგის მაგივრად პირდაპირ წყარო მიუთითეთ ხოლმე და ყველა პრობლემა მოიხსნება.— ოთარი () 19:11, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ძალიან გთხოვთ ანატომიური განხილვები სხვაგან! მე კამათი კი არ დაგიწყეთ მე მიგითითეთ ვიკიპედიის პოლიტიკაზე და თქვენ შემეკამათეთ. განსხვავება ნათელია. წყაროები სხვის სტატიებში ჩამისვამს და აქაც ჩავსვამდი ჩემი ინტერესების სფეროში რომ შედიოდეს, მაგრამ რადგანაც სხვა სტატიებზე ვმუშაობ, ჩავთვალე, რომ მოქმედი რედაქტორი, რომლის ინტერესშიცაა ამას გააკეთებდა. რა პრობლემაა არ მესმის? დაწერეთ ან გაარედაქტირეთ სტატია? – მიუთითეთ კიდევაც წყარო. მაშინ ეს თარგი რისთვის არსებობს ან აქ ან სხვა ვიკიპედიებში?--Zolokin განხილვაწვლილი 19:27, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Zolokin ორივე შემთხვავა არის აპრობირებული, სხვათაშორის ყავახანაში ჯერ არააქტიური ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევაზე განხილვა მიმდინარეობდა შემდეგ კი წესი შევიმუშავეთ (ეს ისე ცნობისთვის). ცანგალა და სხვა აქტიური მომხმარებლები თვალს ადევნებენ ბოლო ცვლილებებს და საქმის კურსში არიან. ხოლო იმ მომხმარებლებს რომლებიც დიდი ხანი არ შემოსულან ვიკიში მათთვის უცნობია ეს ყველაფერი, ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ ყველა კატეგორიის თვალიერებას, ეს უმჯობესია თავის დროზე სტატიაში წყაროს ჩამმატებელმა შეატყობინოს. ისე სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რატომ არ ატყობინებთ, თქვენთვის მთავარი ხომ წყაროს მოთავსებაა?, ამ გზით ხომ გაცილებით უფრო მარტივად მოგვარდება საქმე. ისე კი ეს თარგი შეიძლება წლობით დარჩეს სტატიაში. ხო რაც შეეხება "მეექვსე პილასტრის თეორიას", შეგიძლიათ ყავახანაში წამოჭრათ ეგ საკითხი თუ ეგრე გსურთ რომ დაემატოს. თქვენთან კამათს მოვრჩი!. — ნიკა () 20:01, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სასიამოვნოა ძალიან ჩემთან კამათს თუ მორჩით. წლობით სტატია რომ წყაროს გარეშე დარჩება ეგ პრობლემა არ ყოფილა ესე იგი და ის, რომ თარგით მკითხველი გაფრთხილდა, რომ ეს სტატია არაა სანდო, რადგან მასში არაა წყაროები მითითებული, ეს ყოფილა მთავარი პრობლემა? საინტერესო ლოგიკაა. მოკლედ, მე სადაც ვნახავ სტატიას წყაროს გარეშე, თუ ვიცი რა წყაროა, ჩავსვმ წყაროს, თუ არ ვიცი – ჩავსვამ თარგს, თუ მოქმედი მომხმარებელი არედაქტირებს შევატყობინებ რომ ჩაისვა თარგი, თუ არადა ვინც ნახავს და ერკვევა საკითხში იმან ჩასვას წყარო. წყაროს მითითება ყველა სტატიაში აუცილებელია. — Zolokin განხილვაწვლილი 20:15, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


თქვენ თუ მართლა გგონიათ (და არ აფერისტობთ), რომ ჯერ ჩემს განხილვის გვერდზე და მერე აქ (იხ. ამ განხილვის დასაწყისი) სტატიის ავტორისთვის (ჩემთვის) მიმართვით კამათი არ დაგიწყიათ, თქვენი პრობლემაა. ნაწყვეთი თქვენი ნაწერიდან:რამდენჯერაც ამოიღებთ, იმდენჯერ ჩავსვამ - რაღაც არ გავს ვიკიპედიის პოლიტიკაზე მითითებას. თარგის შესახებ ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე.— ოთარი () 20:07, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
1. მე მგონი თქვენ მორჩით ჩემთან კამათს. 2. თქვენ თუ მართლა გგონიათ (და არ აფერისტობთ) – აუფ! ბარაქალა! ამაზე რა უნდა გიპასუხოთ? აზრი არ აქვს პასუხს. 3. ნაწყვეთი თქვენი ნაწერიდან:რამდენჯერაც ამოიღებთ, იმდენჯერ ჩავსვამ - რაღაც არ გავს ვიკიპედიის პოლიტიკაზე მითითებას – მივმართავ ადმინისტრატორებს შეფასება მისცენ მომხმარებელ Ventusa–ს საქციელს. ჩემი სრული ციტატა გამოიყურება ასე:
ვიკიციტატა
„რამდენჯერაც ამოიღებთ, იმდენჯერ ჩავსვამ, იმიტომ რომ ამას მოითოხვს ვიკიპედიის პოლიტიკა: ვიკიპედია:გადამოწმებადობა“
და ქვემოთ მომყავს ციტატები ამ წესიდან (იხ. განხილვის გვერდის დასაწყისში). ამ საქციელს მე სახელსაც არ დავარქმევ.--Zolokin განხილვაწვლილი 20:26, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
მე მინდოდა მორჩენა, მაგრამ თქვენმა ცინიკურმა პასუხებმა ჩამრთო ისევ ამ უსიამოვნო განხილვაში. თქვენ თუ გგონიათ, რომ რადგან ეს ორი სიტყვა იხმარეთ, კამათი არ დაგიწყიათ, თქვენი პრობლემაა.— ოთარი () 20:47, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ჯერ ეს ერთი, ვისაც არ უნდა დაეწყო კამათი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, კამათს აქვს თავისი წესები და თუ ის კორექტულად მიმდინარეობს, სასარგებლოცაა. ვიკიპედიის წესებით კამათი არ იკრძალება, მაგრამ დადგენილია ამ კამათის წარმართვოის წესები, ის ლექსიკა, რომელსაც თქვენ ხმარობთ – თქვენზეა ნათქვამი ენას ძვალი არ აქვსო, თქვენ თუ მართლა გგონიათ (და არ აფერისტობთ) ამ წესებში არ ჯდება და სხვა დროისთვის გთხოვთ თავი შეიკავოთ ამგვარი გამონათქვამებისგან. ჩემი პასუხების ცინიკურობა რაში გამოიხატება არ ვიცი, შეგიძლიათ მიმითითოთ? ჩემი ციტატის დამახინჯება, მითუმეტეს, უმთავრესი სიტყვების ამოღებით, ეს რას ნიშნავს? თუ თქვენ არ გეხამუშებათ თქვენივე საქციელი, მაშინ ეს უკვე თქვენი პრობლემაც აღარაა.--Zolokin განხილვაწვლილი 21:19, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
თქვენ თავში ეძებეთ იმაზე პასუხი, თუ რატომ ვიხმარე ასეთი ლექსიკა.— ოთარი () 06:45, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ორივე მომხმარებლის საყურადღებოდ. გვერდი დაიბლოკა დროებით მიზეზი: განხილვა პირად შეურაცხობაში გადავიდა. — ჯაბა ლაბაძე () 06:50, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]