განხილვა:აშოტ I დიდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შეკითხვა: რამედნად სწორია აშოტ კურაპალატის „მეფის“ ტიტულში მოხსენიება? ქართლის ერისმთვარი — კიბატონო, ბიზანტიის იმპერიის კურაპალატი — ესეც კი ბატონო. მაგრამ „მეფე“ არამგონია რომ ენციკლოპედიური იყოს. რომ ვაკვირდები მეფეებად ისტორიულ წყაროებში არ იხსენიება ტყუილად ადამიანი. როცა მეფეა წერენ რომ მეფეა და მორჩა. ბიზანტიის იმპერიაში შიდა მეფეები არ არსებობდნენ )). ბიზანტიის იმპერიაში ერთი იმპერატორი ყოფნიდათ :-). მე არ გამოვრიცხავ რომ თავისი ისტორიის მანძილზე რომელიმე ბაგრატიონს ტაოკლარჯეთის მეფობა მოეხერხებინა, მაგრამ საწყის ეტაპზე, ისინი და ქვეყანაც (თუ რაც იყო დარჩენილი) ბიზანტიის ვასალები იყვნენ. თან წყაროებში მეფობის ტიტულის ტარების სურვილი მაინცდამაინც არ ჩანს. საინტერესოა ბიზანტიურ წყაროებში რა სახელით აღინიშნება საქართველოს ბიზანტიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები.--Surprizi განხილვაწვლილი 19:50, 18 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩაასწორეთ და მერე კითხულობთ? წესი ასეა: თუ განხილვაზე აყენებთ რამეს ჯერ უნდა განვიხილოთ და მერე ჩავასწოროთ. --ჯაბა 1977 20:09, 18 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, მაშ როგორც ამ შემთხვევაში ვიქცევით ხოლმე, მოვიქცევი ისე. შეგიძლიათ დაამატოთ სანდო წყარო.--Surprizi განხილვაწვლილი 04:29, 19 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
ბატონო სიურპრიზი, უკაცრავად, მაგრამ რაებს წერთ? რაის ბიზანტიის იმპერიაში, რაის მეფობის ტიტულის ტარების სურვილი არ ჩანს, რაის ბიზანტიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია? აშოტ I დიდის, რომელიც ისტორიოგრაფიაში ქართველთა სამეფოს სახელით ცნობილი სამეფოს პირველი მეფეა, თქვენ ახლა ბიზანტიის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეულის მმართველად წარმოადგინეთ. უბრალოდ სასაცილოა, რომ ქართველთა სამეფოს დამაარსებელს მეფის სტატუსი სიურპრიზმა შეუჩერა :).
ცნობისთვის, აშოტი ქართლის ერისმთავარი მანამ იყო, სანამ ბიზანტიელთა დახმარებით ტაო-კლარჯეთი არ გამოიხსნა არაბებისგან და იქ ბიზანტიის პროტექტორატის ქვეშ (და არა მის შემადგენლობაში შემავალი) ახალი სამეფო არ დააარსა, რომელსაც დღეს ჩვენ „ტაო-კლარჯეთის სამეფოს“ ვუწოდებთ, ხოლო ბიზანტიელები და ქართველები თავის დროზე „ქართველთა სამეფოს“ უწოდებდნენ.
კიდევ, ცნობისთვის: როგორც წესი, იმპერიები სამეფოებსაც მოიცავდნენ ხოლმე. ბიზანტიის იმპერიაში რამდენიმე სამეფო შედიოდა, უშუალოდ დაქვემდებარებული იმპერატორს. ქართველთა სამეფო არ იყო უშუალოდ დაქვემდებარებული, იყო პროტექტორატი.
რაც შეეხება კურაპალატის ტიტულს, ეს საპატიო ტიტულია და არაფერი აქვს საერთო ადმინისტრაციული მმართველის თანამდებობასთან. საქართველოს ყველა მეფე დავით აღმაშენებლამდე ატარებდა ამ ტიტულს და ჩემთვის მართლაც რომ სიურპრიზი იქნება, თუ ბატონი სიურპრიზი მათ მეფობაშიაც შეიტანდა ეჭვს.
დაასრულეთ აქ განხილვა. აღადგინეთ დიდი აშოტი თავის ხარისხში. სირცხვილია. Deu. 13:02, 20 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

აშოტ I-ის გვერდზე არის ბოლოში მინაწერი: "ვიკისაწყობში? არის გვერდ) თემაზე: აშოტ I დიდი", სადაც აღნიშნულია, რომ 813 წლიდან აშოტი გახდა ტიტულით მეფე.