განაყოფიერება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sperm-egg.jpg

განაყოფიერება (ლათ. fertilisatio) ეწოდება ქალისა და მამაკაცის გამეტების შეერთებას ერთ უჯრედად. მიღებული უჯრედი უკვე ახალი ორგანიზმია და მას ზიგოტა (zygota) ეწოდება (ბერძნ. zygote „შეწყვილებული“). ზიგოტა არა მარტო უჯრედია, არამედ ახალი ორგანიზმია განვითარების ერთუჯრედოვან სტადიაზე. მაშასადამე, განაყოფიერების ბიოლოგიური არსი მდგომარეობს გამეტების ურთიერთასიმილაციასა და დედისა და მამის გენეტიკური ინფორმაციის - ქრომოსომათა ორი დიპლოიდური ნაკრების შეერთებაში, რის შედეგადაც ინდივიდუალური სასქესო უჯრედები ქრება და საწყისს აძლევს ახალ ორგანიზმს - დიპლოიდური ნაკრების შემცველ ზიგოტას. გამეტების შეხვედრა მიმდინარეობს მდედრობით სასქესო გზებში (შინაგანი განაყოფიერება) ან გარე გარემოში, მაგალითად, წყალში (გარეგანი განაყოფიერება), უმაღლეს ძუძუმწოვრებსა და ქალში განაყოფიერება კვერცხსავალის ზედა გარეთა მესამედში - ამპულურ ნაწილში მიმდინარეობს. მალე ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი ხვდება კვერცხსავალის (საშვილოსნოს ლულის) ფოჩზე, მერე კი მის ამპულურ ნაწილში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე