გალინა პეტროვას ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალინა პეტროვას ძეგლი
რუს. Памятник Галине Петровой
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი 1963
მიძღვნილია გალინა პეტროვა
მდგომარეობა კარგი

გალინა პეტროვას ძეგლი (რუს. Памятник Галине Петровой) — ძეგლი ქალაქ ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. გაიხსნა 1963 წელს საბჭოთა კავშირის გმირის, შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის 386-ე ბატალიონის მედიცინის დის გალინა პეტროვას პატივისცემის ნიშნად.

ძეგლის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი ნოვოჩერკასკი, განათლების ქუჩა № 126․

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოტა კავშირის გმირის საზღვაო ქვეითი ბატალიონის სანინსტრუქტორის გალინა პეტროვას ძეგლი, გაიხსნა 1963 წელს სამხრეთ რუსეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობის წინ, სადაც იგი სწავლობდა სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე 1940 წლიდან. ძეგლის დასადგმელი ფინანსები შეაგროვეს მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ნოვოცერკასკის უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებმა. ძეგლის კვარცხლბეკი დაამზადეს ნოვოროსიისკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პეადგოგის ბ. პ. კოტოლევსკის პროეექტის მიხედვით.

შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის სამხედრო საზღვაო-ბაზის 386-ე საზღვაო ქვეითი ბატალიონის მედიცინის და გალინა კონსტანტინეს ასული პეტროვა დაიბადა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში 1920 წლის 9 სექტემბერს. 1940 წელს დაამთავრა სკოლა და სწავლა განაგრძო სამხრეთ რუსეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე. დიდი სამამულო ომის დასაწყისშივე იგი გაემგზავრა კრასნოდარის მედდების კურსებზე სასწავლებლად.

კურსების დამთავრების შემდეგ მსახურბდა 386-ე საზღვაო ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში. მონაწილეობა მიიღო ქერჩი-ელტიგენის სადესანტო ოპერაციაში 1943 წელს. ერთი ღამის განმავლობაში მან გადაარჩინა ოცი დაჭრილი მეომარი.

სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს 1943 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით, გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

1943 წლის 3 დეკემბერს დაიჭრა და მოხვდა სამედიცინო ბატალიონში. 4 დეკემბერს ბატალიონს დაეცა ბომბი, დაღუპულთა შორის იყო მედდა გალინა პეტროვაც. აკრძალულია ყირიმში სოფელ გეროევსკოეში.

ძეგლი, რომელიც დგას სამხრეთ რუსეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობის წინ, არის მაღალ კვარცხლბეკზე მდგარი ბიუსტი. კვარცხლბეკზე წარწერაა:

ვიკიციტატა
„გალინა პეტროვა. 1920-1943. სტუდენტი“

. 2015 წელს ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новочеркасск. Энциклопедия. Новочеркасск. Изд. Новопринт. 2005. ISBN 5-94549-006-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]