გადაუდებელი კონტრაცეფცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადაუდებელი კონტრაცეფციის აბი

გადაუდებელი კონტრაცეფცია, იგივე სასწრაფო კონტრაცეფციაკონტრაცეფციის ფორმა, რომელიც გამოიყენება სქესობრივი აქტის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის რამდენიმე ფორმა. გადაუდებელი კონტრაცეფციის აბები, რომლებსაც ზოგჯერ „შემდეგი დღის“ აბებსაც უწოდებენ, არის მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან ოვულაციას ან განაყოფიერებას, რომელიც ორსულობისთვის აუცილებელია.[1][2][3] გადაუდებელი კონტრაცეფციის აბების შექმნისას უმეტესად იყენებენ ჰორმონალურ პრეპარატ ლევონორგესტრელს, თუმცა ზოგიერთ აბში მისი და ესტროგენის კომბინაცია გვხვდება. ასეთი აბების მიღებას ყველაზე ეფექტური შედეგი სქესობირივი აქტიდან 72 საათის განმავლობაშია.

ზოგჯერ გადაუდებელი კონტრაცეფციის სახით გამოიყენება ასევე საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა (ე.წ. „სპირალი“), რომელსაც გრძელვადიან კონტრაცეპტივადაც იყენებენ.[2][4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leung, Vivian W.Y.; Levine, Marc; Soon, Judith A. (February 2010). „Mechanisms of action of hormonal emergency contraceptives“. Pharmacotherapy. 30 (2): 158–168. doi:10.1592/phco.30.2.158. PMID 20099990. S2CID 41337748.
  2. 2.0 2.1 Trussell, James; Schwarz, Eleanor Bimla (2011) „Emergency contraception“, Contraceptive technology, 20th revised, New York: Ardent Media, გვ. 113–145. ISBN 978-1-59708-004-0. OCLC 781956734.  p. 121:
  3. Emergency Contraception en. ციტირების თარიღი: 2020-06-18
  4. Trussell, James (2019). „Chapter 10 Emergency Contraception“, Contraceptive technology, Cleland, K; Schwarz, EB, 21st, New York: Ardent Media, გვ. 329–356. ISBN 978-1732055605. OCLC 1048947218.