გაბილთის ნაგებობის ნაშთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბილთის ნაგებობის ნაშთი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გაბილთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფ. გაბილთა მდებარეობს გნუღის ხეობის თავზე. სოფლის განაპირას ფერდობზე შემორჩენილია ნაგებობის ნაშთი, რომელსაც „წითელ ხატობას“ ეძახიან. ნაგებობის გეგმა არ იკითხება, ვინაიდან ამოვსებულიამიწით და ქვებით. კუთხეები გარედან მომრგვალებული აქვს. ნაგები იყო ფლეთილი ქვით, ზოგიერთ ადგილებში შეინიშნება დუღაბი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 43