გაარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


გაარა (იაპონ. 我愛羅) — გამოგონილი გმირი ანიმე „ნარუტოდან“. წარმოდგენილია როგორც კაზეკაგე, ქვიშის სოფლის მმართველი (მეორე ნაწილში). ავტორმა (აკირა ისიდამ) გაარა გამოიყვანა ნარუტოს პროტოტიპად, მაგრამ ამავდროულად გაარამ მეტად განსხვავებული ცხოვრება გაატარა ნარუტოსთან შედარებით, მუდმივ ტკივილში, ტანჯვაში, დამცირებაში... ამიტომაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმდება და ხდება მძიმე ხასიათის მქონე ადამიანი (ნარუტოსთან ბრძოლამდე). ნარუტოსთან ბრძოლის შემდეგ იგი კეთილი და გულმოწყალე ხდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ზოგადად გაარას ბიოგრაფიის მიმოხილვა ხდება მისი დაბადებიდანვე, როდესაც მასში „ერთკუდა“ ისახება, თუმცა მისი ბავშვობა ბევრად ტრაგიკულია. მას არ ჰყავდა დედა და ამიტომაც დეიდა ზრდიდა. მის მამას კი ძულდა იგი მხოლოდ იმიტო, რომ მასში „ერთკუდა“ იყო ჩასახული. მას ბავშვებიც კი ერიდებოდნენ და ამიტომაც არ ჰყავდა მეგობრები, სწორედ აქედან იწყება გაარას ფსიქოლოგიური „დამახინჯება“. იგი ხდება აგრესიული და არამეგობრული.

მის შუბლზე არსებული ნიშანი „სიყვარულს“ ნიშნავს. ეს ნიშანი მას მაშინ დაედო, როდესაც მისი მამის დაქირავებული მკვლელი 5 წლის ასაკში მოკლა.

ნარუტოს გაცნობისა და მასთან ჩხუბის შემდეგ გაარამ დაიწყო ნარუტოს მიბაძვა და კარგი საქმეების კეთება. გაარა ნარუტოს მეორე ნაწილში კაზეკაგე ხდება (კაზეკაგე — ქვიშის სოფლის მმართველი) მას ამ პოსტზე მხოლოდ იმიტომ აყენებენ, რომ მან მასში არსებული მონსტრი არ გააღვიძოს და ქვიშის სოფელს არ ავნოს.

მეორე ნაწილში მას იტაცებენ „აკაცუკის“ წევრები (დეიდარა და სასორი) და მისგან მონსტრს გაანთავისუფლებენ და მონსტრის ჩაკრას ბნელ ძალებს გაუერთიანებენ. მას ეს სიკვდილის ფასად დაუჯდა, მაგრამ ქვიშის სოფლის ბებერი მკურნალი, ჩიო, მას გააცოცხლებს თავისი ჩაკრის ჩუქებით, სანაცვლოდ სიცოცხლისა.

გაარა
ასაკი პირველი ნაწ. 12-13წ; მეორე ნაწ.15-16
სქესი მამრობითი
ვინაობა პირვ.ნაწ.-გენინი; მეორ.ნაწ-კაძკაგე
წონა პირვ.ნაწ.-40.3; მეორ.ნაწ-50.9
სიმაღლე პირ.ნაწ.-149სმ; მეორ.ნაწ-166.1

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გაარა&oldid=2648510“-დან