ბღიის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბღიის მღვიმე — კარსტული შახტი გუდაუთის მუნიციპლაიტეტში. მდებარეობს ბზიფის კირქვულ მასივზე, ზღვის დონიდან 1750 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ სქელშრეებიან კირქვებში. მღვიმეში ჩასასვლელი ადგილ „ბღიის“ მიდამოებშია. გეგმაში მღვიმეს ლაბირინთოვანი, ხოლო ჭრილში — კასკადური აღნაგობა აქვს. ცალკეული შიგა ჭების სიღრმე 6-იდან 60 მ-მდეა. ჭები ერთმანეთს ებმის მოკლე, დამრეცფსკერიანი მაღალი დერეფნებით. მღვიმე აგეგმილია 210 მ სიმაღლემდე, აქვს განშტოებები. ჯამური სიგრძე 370 მ. მოცულობა 5400 მ³. დაბალ იარუსზე გაედინება ნაკადული. მღვიმის ზედა ნაწილში კარგად შეიმჩნევა მდნარი თოვლის წყლების ზემოქმედების კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]