ბულტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა მამრი 28-38 კგ.
მდედრი 22-28 კგ.
სიმაღლე მამრი 50-55 სმ.
მდედრი 45-50 სმ.
ბეწვი თეთრი
ყავისფერი
წითური
შავი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბულტერიერი (ინგლ. Bull Terrier) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ბულტერიერი შექმნა ჯეიმზ ჰინკსმა ქალაქ ბირმინგემიდან ბულდოგის და დღეს უკვე გადაშენებული თეთრი ინგლისური ტერიერის შეჯვარებით. ჰინკსის ჩანაფიქრით, ახალ ჯიშს წარმატება ელოდა ძაღლების ბრძოლებშიც და გამოფენებზეც, თვითონ ჰინკსი უპირატესობას თეთრ ბულტერიერებს ანიჭებდა, ისინი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე „მოდური“ შინაური კომპანიონები არიან. ჰინკასმა არ იცოდა, რომ თეთრბეწვიანი ძაღლების შერჩევის გამო ბულტერიერებს ახასიათებთ სიყრუისადმი, კანის ქრონიკული დაავადებებისადმი და გულის ავადმყოფობისადმი მიდრეკილება. „ფერად“ ბულტერიერებს ეს დაავადებები გაცილებით იშვიათად აღენიშნებათ, თუმცა თირკმლების მწვავე უკმარისობა შეიძლება ნებისმიერ ბულტერიერს განუვითარდეს. ბულტერიერი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით იშვიათად იკბინება. მაგრამ თუ ბულტერიერმა გადაწყვიტა, დაკბინოს მოწინააღმდეგე, მის კბილებს საშინელი დაზიანებების მიყენება შეუძლია — მსხვერპლისგან ძაღლის მოცილება ძალიან ძნელია.

ბულტერიერის ბეწვის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო-მოყავისფრო, წითური, სამფერა (შავი, წითური, თეთრი), ვეფხვის შეფერილობის მსგავსი. თავის ქალის ნაწილი მდორედ უერთდება დრუნჩს და ოდნავ ამობურცულ პროფილს ქმნის. კბილები მსხვილია. მოკლე კუდი ჰორიზონტალურად უჭირავს. ბულტერიერი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებს, კარგი მოდარაჯეა. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ბულტერიერის გაწვრთნა რთულია, შეიძლება წარმოიქმნას პრობლემები სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: