ბუზმორიელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუზმორიელები (ლათ. Mecoptera), მწერების რიგი. სხეულის სიგრძე 30 მმ აღწევს. მამლის მუცელი ბოლოვდება მარწუხებით, რითაც მორიელის მუცელს მიემსგავსება (აქედანაა სახელწოდებაც). ბუზმორიელების 7 ოჯახი 300-მდე სახეობას აერთიანებს. გავრცელებულია ყველგან, უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა. საქართველოში 7-მდე სახეობაა. ბუზმორიელების უმრავლესობა იკვებება მცენარეული და ცხოველური ლპობადი ნარჩენებით, ზოგი კი მწერებით. ბუზმორიელები სრული გარდაქმნის უნარის მქონე მწერების უძველესი რიგია (ცნობილია კარბონული პერიოდიდან).

ლიტერატურა[რედაქტირება]